“მონარქის ქუდი” – ყველაზე შთამბეჭდავი და ორიგინალური სალათა

1333

სალათა ბროწეულით და ბერძნული ნიგოზით ორიგინალური გამოფორმებით გამოირჩევა, ის ნამდვილად მოგაგონებთ მონარქის ქუდს. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია.

მოდით შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭარხალი
  • 3 კარტოფილი
  • 100-150 გ ხმელი ყველი
  • 3-4 კვერცხი
  • 1 დიდი სტაფილო
  • 300 გ ღორის ხორცი
  • 1 ბროწეული
  • 50 გ ნიგოზი
  • 1 კბილი ნიორი
  • დაკონსერვებული ბარდის მარცვლები
  • მაიონეზი, მარილი

მომზადების წესი:

ჭარხალი და კარტოფილი მოვხარშოთ, გავაცივოთ, გავასუფთაოთ და ცალ-ცალკე გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. მოუხარშავი სტაფილო გავრეცხოთ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე. კვერცხი  მოვხარშოთ, გავასუფთაოთ, ცილა გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, კვერცხის გული წვრილ სახეხზე და მოვათავსოთ სხვადასხვა თეფშზე. ხორცი მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად ან ღეროებად. ყველი გავხეხოთ სახეხზე. ნიგოზი დავჭრათ წვრილად. ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ მაიონეზს.

სალათა მოვამზადოთ ფენებად, თითოეულ ფენას წავუსვათ ნივრიანი მაიონეზი და ზოგიერთ ფენას მოვაყაროთ მარილი.

1-ლი ფენა კარტოფილის ნახევარი

მე-2 ფენა ჭარხალი

მე-3 ფენა სტაფილოს ნახევარი

მე-4 ფენა ნიგვზის ნახევარი

მე-5 ფენა ხორცის ნახევარი

მე-6 ფენა დარჩენილი კარტოფილი

მე-7 ფენა კვერცხის გული

მე-8 ფენა ყველის ნახევარი

მე-9 ფენა დარჩენილი ხორცი

მე-10 ფენა დარჩენილი სტაფილო

ხელით გააკეთეთ ქუდის ფორმა

სალათას ზემოდან კარგად წავუსვათ მაიონეზი. გვირგვინი მოვამზადოთ წითელი ხახვით, ამოვავსოთ ბროწეულის მარცვლებით და დანარჩენი მოვრთოთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.