კამის შენახვის ძალიან კომფორტული მეთოდი

892

თუ ეძებ საინტერესო ვარიანტს როგორ შეინახო კამა, მაშინ ეს რეცეპტი შენთვისაა. არსებობს 2 მეთოდი, რომლის დახმარებითაც კამა მაქსიმალურად შეინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.

ინგრედიენტები

  • კამა
  • მარილი
  • სუფთა ქილები

პირველი ვარიანტი

განაცალკევეთ რბილი ღეროები, გარეცხეთ და გააშრეთ.

დაჭერით კამა სტანდარტულად.

ქილის ძირას მოაყარეთ თხელი ფენა მარილი, ზემოდან გადაანაწილეთ მწვანილის ფენა, ხის კოვზით დატკეპნეთ. ისევ მარილის და მწვანილის ფენა, ისევ დატკეპნე. ამ მეთოდით აავსეთ ქილა.

რადგან არ კარგოთ დრო ერთ რჩევას მოგცემთ. შეგიძლიათ კამა და მარილი ჯამში გადაურიოთ ერთმანეთს და დაჭყლიტოთ ხელით, ამის შემდეგ გაანაწილეთ ქილებში.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიორიც. გახეხეთ ან დაჭერით დანით, დაუმატეთ მარილს და კამას.

ასეთი კამის გამოყენება უამრავ კერძში შეიძლება, მაგრამ გახსოვდეთ – ის მარილიანია.

კიდევ ერთი მეთოდი 

განაცალკევეთ რბილი ღეროები, გარეცხეთ, გააშრეთ. აუცილებელია, რომ კამა იყოს მშრალი.

გაასტერილეთ ქილები.

ქილებში გადაანაწილეთ კამა და შეინახეთ მაცივარში.