ნოვოსიბირის ბორში ფრიკადელკებით

624

ეს რეცეპტი მარავლი წლის წინ გამანდო დედამ, ამიტომაც თამამად ვიტყვი – ამ რეცეპტმა დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო!

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 250გ
  • დამწნილებული კომბოსტო 150გ
  • კარტოფილი 3 ცალი
  • ლობიო 100გ
  • ჭარხალი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • პომიდვრის პასტა 100გ
  • კარაქი 50გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ხორცის ბულიონი 2,5ლ
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • შავი წიწაკის მარცვლები 2-3 ცალი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • კვერცხი 1 ცალი
  • საქონლის ფარში 300გ
  • რძე 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი და სტაფილო გათალეთ. მოამზადეთ ძვლის ბულიონი, მზადების დასასრულს დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკის მარცვლები.

2.ლობიო დაალბეთ წყალში 3 საათი. მოხარშეთ და გამოწურეთ. დაჭერით ჭარხალი. ტაფაზე გაალღვეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი. მასში მოთუშეთ ჭარხალი დარბილებამდე.

3.ტაფაზე არსებულ მასას დაუმატეთ 2 კოვზი ბულიონი და მწნილი კომბოსტო. მოაყარეთ შაქარი, მოთუშეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. ამასობაშ მოამზადეთ ფრიკადელკები.

4.ტაფაზე გაალღვეთ ჩაის კოვზი კარაქი. მასში მოთუშეთ კუბიკებად დაჭრილიო ხახვი. ფარშს მოაყარეთ ოქროსფერი ხახვი, ასევე დაუმატეთ რძე და კვერცხი.

5.ფარშს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი სანელებლები. კარგად მოურიეთ მასას. მიეცით ფრიკადელკების ფორმა.

6.სხვა ხახვიდ ა სტაფილო დააქუცმაცეთ, შეწვით ზეთში. დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოურიეთ და მოთშეთ 2 წუთი.

7.წამოადუღეთ ბულიონი და დაუმატეთ კაროფილი კუბიკებად დაჭრილი. დაუმატეთ კომბოსტო და ფრიკადელკები. მოხარშეთ 10 წუთი.

8.მოურიეთ ბორშს, დაუმატეთ ლობიო, ჭარხალი, კომბოსტო, ხახვი და სტაფილო. ისევ მოურიეთ. მოხარშეთ 10-15 წუთი.

9.დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.

გემრიელად მიირთვით!