მოთუშული ბადრიჯანი თინუსით და ზეთისხილით

923

ბადრიჯანი თინუსით – უჩვეულო დუეტია. მაგრამ უდაოდ გემრიელია!აქ მთავარი მარილია, დახ სწორედ ეს ინგრედიენტი ამყარებს ბალანსს.

ინგრედიეტები

  • ბადრიჯანი 3 ცალი
  • პომიდვრის პასტა 400გ
  • ნიორი 3 კბილი
  • დაკონსერვებული თინუსი 185გ
  • პომიდორი ჩერრი 4 ცალი
  • ხახვი 0,5 ცალი
  • ზეთისხილი 1 სუფრის კოვზი
  • კაპერსი 1 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ბადრიჯანი, ჩაჭერით შუაში. დაჭრილი ნივრი, პხრახუში და ზეითუნუს ზეთი შეურიეთ ერთმანეთს.

2.ამ მასით ამოავსეთ ბადრიჯანი. ცალკე ჯამში მოათავსეთ თევზი, დაქუცმაცებული ზეთისხილი და პომიდორი.

3.ქვაბში გააცხელეთ ზეთი. ჩაყარეთ დაჭრილი ნიორი და ხახვი.

4.ორი წუთის შემდეგ ქვაბში ჩაასხით პომიდვრის პასტა და ცოტა წყალი. მოურიეთ. მიღებულ თხელ სოუსში ჩააწყვეთ ბადრიჯნები.

5.მოთუშეთ 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!