გოგრის ტკბილი ფლავის საუკეთესო რეცეპტი: მარტივი, სწრაფი და ძალიან სასარგებლო ტკბილეული

2266

გოგრა ქართული ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტია. ის სიუხვის, დღეგრძელობის სიმბოლოა და აუცილებლად უნდა იდოს მეკვლის საახალწლო ხონჩაზე. ეს რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, მრავალფეროვნებით და ვიტამინების სიუხვით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ის შეგიძლიათ ხშირად მოუმზადოთ თქვენს  საყვარელ ადამიანებს.

ინგრედიენტები:

  • გოგრა – 1 ცალი
  • ქლოავის ჩირი – 100 გ
  • გარგარის ჩირი – 50 გ
  • შავი ქიშმიში – 50 გ
  • ნუში – 50 გ
  • ნიგოზი – 100 გ
  • თაფლი – 10 გ
  • დაფქული დარიჩინი -4-5 მწიკვი
  • მიხაკის პუდრი – 2-3 მწიკვი
  • შაქარი – 50 გ

მომზადების წესი:

  1. გაჭერით გოგრა ორ ნაწილად, შიგთავსი და თესლი გამოაცალეთ. გამოთავისუფლებული გოგრის შუაგულში ჩადეთ წინასწარ მომზადებული გულსართი. გოგრის ორივე ნაწილი შედგით ღუმელში 180 გრადუსზე და შეწვით 50 წუთის განმავლობაში.
  2. გულსართი წინასწარ მოამზადეთ: პატარა კუბებად დაჭერით ქლიავისა და გარგარის ჩირი, დაცეხვეთ (მსხვილად დაჭერით) ნუში და ნიგოზი, ეს ყველაფერი ჩაყარეთ თასში, დაამატეთ შავი ქიშმიში, შაქარი, თაფლი, მიხაკი და დაფქული დარიჩინი. აურიეთ კარგად და გამოიყენეთ გოგრის გულსართათ.
  3. გემრიელად მიირთვით!