მდნარი ყველის რეცეპტი

მდნარი ყველის შეძენა სახლშიც შეიძლება, თუმცა დროის უქონლობისა და სამზარეულოში რამდენიმე საათის ფუსფუსის ნაცვლად ხშირად მაღაზიაში წასვლასა და შეძენას ვამჯობინებთ. თუმცა გარწმუნებთ სახლში მომზადებულ მდნარ ყველს ვერაფერი შეედრება. თუ მას ამ რეცეპტით მოამზადებთ მიხვდებით თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მდნარი ყველი!

ინგრედიენტები:

  • 0.5 კგ ხაჭო
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • მარილი, სუნელები, მწვანილი (გემოვნებით)

მომზადების წესი:

1. ხაჭო და სოდა საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ და ორთქლის აბაზანაზე დადგით.

2. ხაჭო დაჭყლიტეთ რათა კორკოშალები არ ქონდეს და კარგად ირეოდეს სოდასთან.

3. როდესაც ხაჭო დნობას დაიწყებს და ერთგვაროვანი გახდება – მუდმივად ურიეთ, თორემ ქვაბის ფსკერს მიეკრობა. ხაჭო ცეცხლზე იქამდე გააჩერეთ სანამ ბოლომდე თხევადი არ გახდება და ჩვეული მჟავე სუნი არ გაუვა.

4. როდესაც ხაჭო რძისფერ სითხედ იქცევა მარილი, სუნელები და მწვანილი დაუმატეთ – თქვენი გემოვნებით.

5. ცეცხლზე კიდევ 10 წუთი გააჩერეთ, შემდეგ კი ფორმებში გადაასხით და მაცივარში შეინახეთ.

ასეთი ყველი მაცივარში 5 დღე ინახება.