ცხელი კერძი უსწრაფესად: ქათმის ფილე ყველის სოუსში

2000

ქათმის გამომცხვარი ფილე გამოდის ძალიან წვნიანი.

იდეალურია სადღესასწაულო და საოჯახო შეკრებებისთვის.

ინგერდიენტები

  • ქათმის ფილე 600გ
  •  ხახვი 2 ცალი
  • კვერცხი 4 ცალი
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • ყველი 120გ
  • პომიდორი ჩერი 5-6 ცალი
  • კამა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით მწვანილი, ხახვი დაჭერით მრგვლად.
  2. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მის ძირზე თანაბრად გადაანაწილეთ ხახვის ფენა.
  3. ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, ფილეც მოათავსეთ ხახვზე.
  4. კვერცხს დაუმატეთ არაჟანი და გახეხილი ყველი.
  5. დაამარილეთ გემოვნებით და მოასხით ქათმის ფილეს.
  6. ზემოდან დაალაგეთ დაჭერილი პომიდორი.
  7. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
  8. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

გემრიელად მიირთვით!