ექიმების რეკომენდაციით თევზი კვირაში მინიმუმ ერთხელ უნდა მივირთვათ, თუ თქვენი მენიუ ზღვისპროდუქტებით მდიდარი არ არის, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ. რამდენიმე ინგრედიენტის იდეალური შეხამების გამო ეს კერძი უგემრიელესი გამოდის! ეს კერძი მადისაღმძვრელი შებრაწული კონვერტებით და წვნიანი შიგთავსით თქვენს საზეიმო სუფრასაც მოუხდება. მის მომზადებას მაქსიმუმ 1 საათი დაჭირდება. რაც შეეხება ფილეს – შეგიძლიათ ნებისმიერი თევზის ფილე აირჩიოთ!
ინგრედიენტები
- თეთრი თევზის ფილე 600 გრამი
- ხახვი 1 ცალი
- მაგარი ყველი 60 გრამი
- ოხრახუში 15 გრამი
- არაჟანი 3 სუფრის კოვზი
- მარილი გემოვნებით
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
- ლავაში 3 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- მდოგვი 0.5 ჩაის კოვზი
- პომიდორი 2 ცალი
- ძმარი 2 სუფრის კოვზი
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
- წყალი 100 მილიგრამი
მომზადების წესი
1. ხახვი დაჭერით რგოლებად და წყლის, ძმრის, წიწაკისა და მარილის ნაზავში 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ დააბლენდებერეთ ნახევარი ხახვი, მწვანილი , კვერცხი, მდოგვი და 2 კოვზი ზეთი. სოუსი მზად არის.
2. დაჭერით პომიდორი, თევზის ფილე ილე კი 2-3 ნაწილად დაყავით. თევზი სოუსში ამოავლეთ.
3. ლავაში ზოლებად დაჭერით, მის ცენტრში პომიგვრის რგოლი მოათავსეთ, ზემოდან თევზი დაადევით, მოასხით ცოტაოდენი სოუსი და მორჩენილი ხახვის მარინადი მოასხით. იგივე გაიმეორეთ ლავაშის დანარჩენ ნაჭრებთანაც.
4. თევზი ლავაშში კონვერტისებურად გადახვიეთ და ჟარუნაზე მოათავსეთ. შემდეგ არაჟანში გახეხილი ყველი და მწიკვი მარილი აურიეთ და ლავაშს ზემოდან გადაუსვით. აცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.
დროის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ ბოსტნეულის სალათი მოამზადოთდ ა კერძი სუფრასთან მიიტანოთ. გემრიელად მიირთვით!