კრეკერის ბრიკეტი პიკანტური ხორც-ბოსტნეულის შიგთავსით: საუზმე მთელი ოჯახისთვის

1210

ახლა ბუტერბროდებით ვერავის გააოცებთ. ამიტომ ჩავანაცვლეთ ისინი ისეთი დასაყოლებლებიც, როგორებიცაა კანაპე და შიგთავსიანი კალათები. თუმცა, ხანდახან ისეთი რეცეპტი გვხვდება, რომელზეც ვფიქრობთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოვცადოთ. ჩემთვის ასეთი იყო სენდვიჩის რეცეპტი ძეხვითა და არაჟნით.

მას ცივ სენდვიჩსაც უწოდებენ, რადგან, შიგთავსი რომ კარგად ჩაცივდეს, კერძს მაცივარში ათავსებენ რამდენიმე საათით. ჩვენს რეცეპტში გთავაზობთ წიწაკიან და კიტრიან ვარიანტს, თუმცა მათი ჩანაცვლება თქვენი სურვილისამებრ, ნებისმიერი ბოსტნეულით შეგიძლიათ – არანაკლებ გემრიელი გამოგივათ!

ინგრედიენტები

  • 24 ც კრეკერი
  • 400 გ არაჟანი
  • 0.5 ც ბულგარული წიწაკა
  • 70 გ შებოლილი ძეხვი
  • 30 გ ჟელატინი
  • 2 ც კიტრის მწნილი
  • 2 ს.კ. წყალი
  • შაქარი, მარილი, დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაუმატეთ ჟელატინს 2 ს.კ მდუღარე წყალი და გააჩერეთ. როცა იგი გასივდება, დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.


2. გაწმინდეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით ძეხვთან და კიტრთან ერთად, მცირე კუბებად. შეურიეთ არაჟანი(33% ცხიმიანობით) და შეაზავეთ შაქრით მარილითა და პილპილით გემოვნებით. კარგად მოურიეთ.


3. შეურიეთ ბოსტნეულისა და ხორცის მასა ჟელატინის მასას. კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

4. ფორმის ფსკერსა და გვერდებზე დააფინეთ სავები ცელოფანი. ფსკერზე მოათავსეთ კრეკერების ერთი ფენა, წაუსვით არაჟნის მასა და ზემოდანაც კრეკერები დაალაგეთ.



5. შედგით სავსე ფორმა მაცივარში შიგთავსის სრულ გაცივებამდე. მირთმევამდე დაჭერით კვადრატებად.


გემრიელად მიირთვით!