ფხვიერი პეროგი რევანდით და ვაშლით: დეტალური რეცეპტი

153

ოდესმე გიცდიათ ფხვიერი პეროგის მომზადება რევენდით და ვაშლით? თუ არა, სასწრაფოდ უნდა გამოასწოროთ. ცომეული ასეთი უჩვეულო ინგრედიენტებით პიკანტური და სასიამოვნო გემოთი გამოდის.

რევანდის დახვეწილი სიმჟავის, ტკბილი კრემის და ფხვიერი საფუძვლის კომბინაცია უბრალოდ შეუდარებელია! პეროგი ნებისმიერი კენკრის და ხილის ცომეულს გაეჯიბრება. ამაში არანაირი ეჭვი არაა!

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფხვიერი პეროგი რევანდით

დესერტი წარმატებული რომ იყოს, საფუძველი სწორად უნდა გამოაცხოთ. ამისთვის ფხვიერი ნაფშვენი მოამზადეთ. წვრილი შაქარი ან შაქრის ფხვნილი გამოიყენეთ. ამ ნიუანსს ყურადღება მიაქციეთ.  მსხვილი შაქარი შეიძლება მთლიანად არ დაიშალოს და მზა კერძის გემო გააფუჭოს.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ვაშლი
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი
  • 100 გ კარაქი
  • 220 გ შაქარი
  • 250 გ რევანდი
  • 2 კვერცხი

მომზადების წესი:

1. 160 გ ხორბლის ფქვილი ღრმა თასში ჩაყარეთ. რბილი კარაქი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ფქვილს დაუმატეთ. 70 გ წვრილი შაქარი ჩაყარეთ. ნაფშვენის მიღებამდე კარგად აურიეთ.

2. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. მიღებული ნაფშვენი ფორმაში მოათავსეთ, თანაბრად გაანაწილეთ. პატარა გვერდები გაუკეთეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთი აცხვეთ.

3. შიგთავსი მოამზადეთ. რევანდი და ვაშლი გათალეთ. ხილს შუაგული და თესლი მოაშორეთ. ვაშლი 2 სმ ზომის კუბებად დაჭერით, რევანდი – საშუალო სისქის ნაჭრებად.

4. კვერცხი და დარჩენილი შაქარი ღია და ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვეფეთ. 40 გ ხორბლის ფქვილი გაცერით. ფქვილი, დაფქული დარიჩინი და კვერცხის ნარევი აურიეთ. დაჭრილი რევანდი და ვაშლი დაუმატეთ და ისევ აურიეთ.

5. ფხვიერი საფუძველი ღუმელიდან გამოიღეთ. შიგთავსი ჩაასხით. სპატულით ან კოვზით ზედაპირი გაასწორეთ. 40 წუთით ღუმელში აცხვეთ. მზადაა.

პეროგი გისოსზე გააცივეთ, შემდეგ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. ეს ნაბიჯი არ გამოტოვოთ, რადგან რევანდს სასიამოვნო სიმჟავე აქვს. შაქრის ფხვნილით პეროგს ცოტა სიტკბოს დაუმატებთ, გემოს უბრალოდ ფანტასტიკურს ხდის. ამ შესანიშნავი დესერტის გამოცხობა აუცილებლად სცადეთ.