უგემრიელესი შოკოლადის ტორტი “პელე” ყავით

1973

ტორტი “პელე” მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი “კოლეგებისგან”. ყავის ბისკვიტი ძალიან ფუმფულა, ჰაეროვანი და უნივერსალურია. მიუხედავად იმისა, თუ როგორ კრემს მოამზადებთ ბისკვიტზე წასასმელად, ტორტი მაინც ძალიან გემრიელი გამოვა.

განსაკუთრებით კარგია ასეთი დესერტის მომზადება დაბადების დღეებზე. უმოკლეს დროში მიიღებთ დიდი ზომის ტორტს, რომელიც ყველა სტუმარს შეაყვარებს თავს.

ჩვენი რედაქცია გირჩევთ, რომ ასეთი დესერტი ერთხელ მაინც მოამზადოთ.

ჰაეროვანი შოკოლადის ტორტი

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 100 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 5 ც კვერცხი
  • 1 ს.კ. დაფქული ყავა
  • 0,5 ლ კეფირი
  • 3 ჩ.კ. სოდა
  • 7 ს.კ. მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 400 გრ კარაქი
  • 760 მლ შედედებული რძე
  • 4 ს.კ. კაკაო
  • 1 ს.კ. დაფქული ყავა

მომზადების წესი

1. შოკოლადის ჰაეროვანი ბისკვიტის მოსამზადებლად, შეურიეთ ერთმანეთს გაცრილი ფქვილი, კაკაო, 1 ს.კ. ყავა და 1,5 ჭიქა შაქარი.

2. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან ერთად, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

3. შემდეგ, ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს კეფირი და სოდა.

4. ჩაასხით კეფირი კვერცხისა და შაქრის ნაზავში, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა შეურიეთ ფქვილის, კაკაოსა და ყავის მშრალ ნაზავს და ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ.

5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დაასხით ცომი.

6. გამოაცხვეთ ცომი 180 გრადუსზე 30 წუთით.

7. მზა ბისკვიტი გამოდგით ღუმელიდან და გააგრილეთ. ბისკვიტს კიდეები 2 სანტიმეტრით ჩამოაჭერით, შემდეგ კი გაჭერით ბისკვიტი ორ ნაწილად, თითოეული ნაწილი კი 2 ფენად გაჭერით.

8. მოადუღეთ მაგარი ყავა, რომ დანამოთ ფენები. გამოიყენეთ 1 ს.კ. ყავა ერთი ფენისთვის.

9. კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შედედებულ რძესთან და ყავასთან ერთად.

10. მიღებული კრემი წაუსვით ფენებს ზემოდან და კიდეებზე, შემდეგ კი ტორტს ზემოდან ბისკვიტის ნარჩენი ნამცეცები მოაყარეთ.

სულ ესაა, უგემრიელესი ყავის ტორტი მზადაა. გაუმასპინძლდით ახლობლებს და მეგობრებს, აუცილებლა დგაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!