კიტრის მწნილი ბებიის რეცეპტით!

864

როცა ძალიან მოგენატრება მწნილი კიტრი, მაშინ ამ სურვილზე უარის თქმა არაფრით არ შეიძლება.

ალბათ ფიქრობთ, რომ კიტრის დამწნილება უმარტივესია, მაგრამ კლასიკური გემოს მიღება დამიჯერეთ ძალიან რთულია.

დღეს ჩვენ საუკეტეს რეცეპტს გაგიზიარებთ!

ბებია ამბობდა, რომ იდეალური კიტრის მოსამზადებლად აუცილებლად უნდა იცოდეთ საიდუმლოებები: მარინადის მარილიანობა უნდა იყოს იდელაური და რაც მტავარია სწორედ უნდა შეარჩიოთ კიტრი. ბოსტნეული უნდა იყოს საშუალო, მყარი, თხელკანა, არამწარე.

ინგრედიენტები

  • 1-1,5კგ კიტრი
  • 4 სუფრის კოვზი ქვის მარილი
  • 2ლ ცხელი წყალი
  • 4 კბილი ნიორი
  • კამა
  • 4 ფირფიტა მოცხარი
  • 2 მუხის ფოთოლი
  • 3 დიდი ფოთოლი ჯანჯაფილი
  • 6 მარცვალი შავი წიწაკა
  • 3 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 0,5 ჩაის კოვზი შაქარი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კიტრი, მოაჭერით ბოლოები და მოათავსეთ ცივ წყალში 3 საათი. დიდი ზომის კიტრები, შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ.

2.ჭურჭლის ძირზე მოათავსეთ მუხის ფოთლები, მესამედი კამა, ჯანჯაფილი, მოცხარი და ალუბალი. დააქუცმაცეთ ნახევარი ნიორი.

3.ფოთლებზე მჭიდროდ დაალაგეთ კიტრი. დაფარეთ ფოთლების მეორე ფენით და წიწაკით. ისევ მოთავსეთ კიტრი და ფოთლები.

4.ახლა კი მოვამზადოთ მარინადი. წყალი, მარილი და შაქარი ჩაყარეთ ქვაბში და მოათავსეთ ცეცხლზე, აადუღეთ. კიტრს მოასხით ადუღებული მარინადი, ხოლო როცა გაგრილდება მოათავსეთ აივანზე.

5.24 საათში კიტრი საუკეთესო გემოს სეიძენს. ასე რომ ამ დროის შემდეგ უმჯობესია კიტრი მოათავსოთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!