კიტრი აჯიკაში ზამთრისთვის: ახალი, გემრიელი და საინტერესო

751

აუცილებლად გასინჯეთ ეს უგემრიელესი კერძი. ძალიან უცხო და შთამბეჭდავი შედეგისთვის იყავით მზად.

კიტრი მწარე პომიდვრის სოუსში, ძალიან უხდება თევზს და ხორცს.

ინგრედიენტები

  • კიტრი 1კგ
  • ბულგარული წიწაკა 250გ
  • მწარე წიწაკა
  • მცენარეული ზეთი 70გ
  • პომიდორი 500გ
  • ნიორი 4 კბილი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 სუფრის კოვზი
  • ძმარი 9% 50მლ

მომზადება

  1. დაჭერით კიტრი მრგვლად.
  2. გასუფთავეთ ნიორი, წიწაკა და ბულგარული დააბლენდერეთ.
  3. მოვამზადოთ პომიდვრის სოუსი. დაჭერით პომიდორი და გაატარეთ ხორცსაკეპში. გადაიტანეთ სქელ ქვაბში.
  4. აუცილებელია კანი გააცალოთ.
  5. მიღებულ პომიდვრის მასას დაუმატეთ რაფინირებული ზეთი, ძმარი, მარილი და შაქარი.
  6. ქვაბი დადგით ცეცხლზე და აადუღეთ 10 წუთი.
  7. არომატული მასა დაუმატეთ ქვაბში არსებულს.
  8. მოხარშეთ 10 წუთი.
  9. ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი კიტრი, მოურიეთ და მოხარშეთ 5 წუთი ადუღების შემდეგ.
  10. ხარშვის ბოლოს კიტრი უნდა იყოს ხრაშუნა.
  11. ცხელი კიტრი გადაანაწილეთ ქილებში და მოასხით პომიდვირს აჯიკა.
  12. ქილებს მჭიდროდ დააფარეთ თავსაფარი.

გემრიელად მიირთვით!