კრაკოვური ნამცხვრის რეცეპტი

1451

მართალია, ეს ორფენიანი ნამცხვარი ძალიან ცნობილი არ არის, მაგრამ ამ ხრაშუნა დესერტს ნამდვილად დაუვიწყარი გემო აქვს. ერთხელ გასინჯავთ და სამუდამოდ შეგიყვარდებათ!

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტს, სახელად- “კრაკოვური ნამცხვარი”. მის ფუძეს ფხვიერი ფირფიტა წარმოადგენს, ხოლო მეორე ფენას-მოხარშული ბეზე.

ნუშის ნაცვლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი თხილი ან ბერძნული კაკალი გამოიყენოთ. ისინი ამ დესერტს ძალიან უხდება.

ინგრედიენტები:

  • 140 გრ ხორბლის ფქვილი
  • 60 გრ კარაქი
  • ნუშის ექსტრაქტი გემოვნებით
  • 130 გრ შაქარი
  • მწიკვით მარილი
  • 40 გრ შაქრის პუდრი
  • 1 ც კვერცხის გული
  • მწიკვით გამაფხვიერებელი
  • 2 ც კვერცხის ცილა
  • 70 გრ ნუში

მომზადების წესი 

1. ფხვიერი ფუძის მოსამზადებლად დახეხეთ კარაქი და დაუმატეთ შარის პუდრი, შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული,1-2 წვეთი ნუშის ექსტრაქტი და ათქვიფეთ. გაცერით 100 გრ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და დაუმატეთ თხევად ნაზავს. მოზილეთ ცომი, შეფუთეთ საკვებ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

2. შემდეგ ცომი გაყავით 2 ნაწილად და თითოეული გაიყვანეთ 5 მმ სისქის ფენებად. მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და რამდენიმე ადგილას ჩანგლით დაჩხვლიტეთ, შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. ნამცხვრის ფენას გამოსაცხობად დაახლოებით 7 წუთი დასჭირდება.

3. მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნუში, გააცივეთ და შემდეგ კომბაინში დააფქვიეთ მსხვილ ნამცეცებად.

4. თასში კარგად ათქვიფეთ კვერცხი, რომ მიიღოთ ბეზეს კონსისტენცია, დაუმატეთ შაქარი და დაფქული ნუში. დაადგით თასი ცეცხლზე, მუდმივად მოურიეთ და მოადუღეთ. მსუბუქად გააცივეთ მასა და თანდათან დაუმატეთ დარჩენილი 40 გრ ფქვილი.

5. მიღებული ნაზავი გამომცხვარი ფენის მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ და გააჩერეთ 20 წუთით. ღუმელის ტემპერატურა დაიყვანეთ 160 გრადუსამდე და გამოაცხვეთ ნამცხვარი 20-25 წუთით. როგორც კი გამოცხვება, მაშინვე დაჭერით ნაჭრებად.

კრაკოვური ნამცხვარი მზადაა. გემრიელად მიირთვით!