კეჟერა მხალი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მას აჭარაში შავ მხალს უწოდებენ. სამეგრელოში მისი ბოლქვებისა და ფოთლებისგან ამზადებენ მწნილს და ხშირად ჭარხალს ან ფერა-ფერას უმატებენ, რომ გაწითლდეს.
ინგრედიენტები:
- 500 გ მხლის დამწნილებული ფოთლები
- 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
- 2 თავი ხახვი
- 1 კონა აყვავებული ქინძი
- 5 კბილი დანაყილი ნიორი
- მარილი
- მწვანე წიწაკა
- ძმარი
მომზადების წესი:
მხალი წვრილად დავჭრათ. ერთად ავურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ნიგოზი და ძმარი, შემდეგ კი შევურიოთ მხალს. თუ მწნილს გამოვიყენებთ, ძმარი ნაკლები დასჭრიდება, ხოლო თუ მხოლოდ მოხარშულ მხალს მოვამზადებთ – მეტი.