შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს ბურთებით: დესერტი, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის

1152

თუ შოკოლადი ძალიან გიყვართ, მაშინ ჩვენი რედაქცია თქვენთვის საინტერესო რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ნამცხვარი გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული. აუცილებლად უნდა მოამზადოთ და გაახაროთ ბავშვები. ხაჭოს ბურთები დესერტს ახალ გემოს სძენს.

ინგრედიენტები ხაჭოს ბურთების მოსამზადებლად

  • 300გ ხაჭო
  • 4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 60გ შაქრის ფხვნილი
  • 50გ გახეხილი ქოქოსი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200გ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 150გ შაქარი
  • 150მლ რძე
  • შავი შოკოლადის ფილა
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შოკოლადის მინანქრისთვის

  • შავი შოკოლადის ფილა
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 20გ კარაქი
  • 40მლ რძე ან ნაღები

მომზადება

1.გამოწურეთ ხაჭო, შაქარი და კევრცხი ათქვიფეთ აქაფებამდე. ხაჭოს დაუმატეთ კვერცი, დაუმატეთ ფქვილი და ქოქოსი, კარგად მოურიეთ. მიღებული მასისგან შექმენით ბურთულები და მოათავსეთ პერგამენტითამოფენილ გამოსაცხობ ფორმაზე.

2.დროა მოვამზადოთ ცომი. მშრალი ინგრედიენტები გადაურიეთ ერთმანეთს, ხოლო რძე წამოადუღეთ. ადუღებული რძე გადმოიტანეთ ცეცხლიდან და მასში მოათავსეთ შოკოლადის ფილა. მოურიეთ.

განაცალკევეთ ცილა დაგული. კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ. დაუმატეთ რძისა და შოკოლადის მასას და მოურიეთ. ამ მასას დაუმატეთ ფხვიერი ინგრედიენტები და მიქსერით ათქვიფეთ.

მარილი და ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე. მიღებული მასა დაუმატეთ ცომს. ფრთხილად მოურიეთ კოვზით. ხაჭოს ბურთულებს მოასხით ცომი ისე, რომ მტლიანად დაიფაროს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

3.მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი. გაალღვეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ რძე ან ნაღები. მოურიეთ. გაგრილებულ ნამცხვარს მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!