ხაჭოს ღვეზელი შავქლიავით მარტივად მზადდება და დიდებული გემო აქვს

886

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უგემრიელეს ხაჭოს ღვეზელს შავქლიავით. ღვეზელის არომატი ოჯახის წევრებს სუფრაზე შეკრებს.

ბისკვიტი–ნაფხვენის ინგრედიენტები:

  • 200 გრ ცივი კარაქი
  • 1 ჩ/კ კაკაო
  • 300 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქარი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 300 გრ პასტის მსგავსი ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ ჩამქრალი სოდა
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 3-4 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ მანანის ბურღული
  • 1 მუჭა შავქლიავი
  • გამდნარი შოკოლადი გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. კარაქი, ფქვილი, შაქარი და კაკაო ნაფშვენის მისაღებად აურიეთ და მოზილეთ.
  2. შიგთავსისთვის: ხაჭო და შაქარი აურიეთ. მანანის ბურღული, კვერცხი, არაჟანი, სოდა და დაჭრილი შავქლიავი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. საცხობ ფორმაში 1/3 ნაფშვენი მოათავსეთ, ზემოდან ნახევარი შიგთავსი, კვლავ ნაფშვენი და ა.შ. ზედა ფენა ნაფშვენი უნდა იყოს.
  4. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.
  5. მზა ტორტი ფორმაშივე სრულად გააგრილეთ, შემდეგ ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ და შოკოლადით მორთეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!