კარტოფილი “დოფინე” – ორიგინალური რეცეპტი

დოფინე (Dauphinе) – საფრანგეთის იტორიული მხარეა. ის თუ რა კავშირი აქვს კერძს გეოგრაფიულ წერტილთან ნამდვილად არ ვიცით, თუმცა უნდა აღინიშნოს – კერძი უდავოდ ლამაზი და გემრიელი გამოდის! მას დახვეწილობას მუსკატის კაკალის არომატი აძლევს, ხოლო პიკანტურობას კი ნიორის მსუბუქი გემო ანიჭებს.

ამ კერძის მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, ჩვენ ყველაზე საინტერესო მათგანი აგირჩიეთ.

ინგრედიენტები

  • 9 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 9 ჩაის კოვზი კარაქი
  • 9 საშუალო ზომის ყველის ფირფიტა
  • მწიკვი მუსკატის კაკალი
  • მარილი, დაფქული წიწაკა და ნიორი – გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ და გაფცქვენით კარტოფილი
2. ერთი მხარე წააჭერით რადგან კარტოფილები ვერტიკალურად უნდა დავდგათ ფორმაში.
3. კარტოფილი სრულ სიგრძეზე ჩაჭერით ისევე როგორც კარტოფილი ფრის მომზადებისას ჭრით თუმცა ბოლომდე არ გაჭრათ, ძირთან დაახლოებით 1 სანტიმეტრი დაუტოვეთ.
4. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ყოველ კარტოფილში 1 ჩაის კოვზი კარაქი მოათავსეთ.
5. სურვილისამებრ კარტოფილის ჩნაჭრელებში შეგიძლიათ მუსკატის კაკალი ან ცოტაოდენი ნიორი მოათავსოთ
6. კარტოფილი ჩაღრმავებულ ფორმაში ჩაალაგეთ.
7. ყოველ კარტოფილს ზემოდან ყველის ფირფიტა დაადევით.
8. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 45-50 წუთის განმავლობაში.
9. კერძი მაგიდაზე ცხელი მიიტანეთ, ზემოდან დაწრილი მწვანილი მოაყარეთ.

ეს “კარტოფილის ზღარბები” ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ. კერძი მართლაც უგემრიელესი გამოდის, აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება.