იდეალურად მომზადებული ნიგვზიანი მწვანე ლობიო

3870

ნიგვზიანი მწვანე ლობიო დასავლეთ საქართველოს კულინარიულ კულტურას მიეკუთვნება. მას ამზადებენ იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. ჩაინიშნეთ ნიგვზიანი მწვანე ლობიოს ძალიან გემრიელი რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ნორჩი მწვანე ლობიო
  • 1 კონა აყვავებული ქინძი
  • 1 კონა ქონდარი
  • 1 კონა რეჰანი
  • 0,5 თავი ნიორი
  • 1 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ჭიქა  გატარებული ნიგოზი
  • 1 ს.კ. უცხო სუნელი
  • 1 ს.კ. ყვითელი ყვავილი
  • მარილი
  • ძმარი

მომზადების წესი:

  1. ლობიო გავარჩიოთ და მოვხარშოთ. შემდეგ გადავწუროთ (ხელით არ გავწუროთ!).
  2. ნიგოზი, სანელებლები და დანაყოლი ნიორი ავურიოთ. დავუმატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხელით ვზილოთ. მასას დავუმატოთ დაკეპილი მწვანილი და შევურიოთ მწვანე ლობიოს.

ასე მომზადებულ მწვანე ლობიოს, განსაკუთრებულად უხდება მჭადი. სურვილამებრ შეგიძლიათ ბროწეულის მარცვლებით მორთოთ.

გემრიელად მიირთვით!