დამწნილებული ყაბაყი – ზაფხულის შესაბამისი

575

ყაბაყი – ყველასათვის საყვარელი ბოსტნეულია, რომელიც ყოვეთვის ამართლებს მოლოდინებს.

დიასახლისების ნაწილი ყინავს ყაბაყს, ნაწილი ამზადებს მისგან ლეჩოს, ხოლო ზოგი მისგან აჯიკასაც კი ამზადებს. მე მინდა დღეს მათი დამარინადება გასწავლოთ.

ინგრედიენტები

  • 5კგ ყაბაყი
  • 8-10 პომიდორი
  • 3 სტაფილო
  • 300მლ ძმარი
  • 3,5ლ წყალი
  • 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 6 სუფრის კოვზი მარილი
  • კამა

მომზადება

1.პირველ რიგში დაჭერით სტაფილო და პომიდორი.

2.ყაბაყი კარგად გარეცხეთ და დაჭერით. ქილებში თანაბრად მოათავსეთ კამა, სტაფილო, პომიდორი და ყაბაყი.

3.დროა მარინადი მოვამზადოთ. ამისათვის ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და ძმარი. აადუღეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

4.ქილებში ჩაასხით მარინადი. ქილები მოათავსეთ ქვაბში გასასტერილებლად. ქვაბში წინასწარ ჩააფინეთ ნაჭერი. სტერილიზაციისთვის დაგჭირდებათ 10-15 წუთი.

5.ქილებს დააფარეთ სტერილური თავსაფარი. გადმოაბრუნეთ და შეფუთეთ თბილად.

გემრიელად მიირთვით!