კარტოფილის ნოყიერი ნამცხვარი ყველით

593

კარტოფილის ნამცხვარი ყველით და მწვანილით, ამაზე უკეთესი კერძი არსად მეგულება. ვახშმისთვის იდეალური ვარიანტია. ეს ნამცხვარი გარნირად გამოვიყენე, დავუმატე სოკო და ქათამი. ისეთუ გემრიელი გამოვიდა სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

ნამცხვარი ძალიან სწრაფად მზადდება. შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 180გ ფქვილი
  • 100გ რბილი ყველი
  • 120გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული დარიჩინი
  • 0,5 ჩაის კოვზი კურკუმა

შიგთავსისთვის

  • 500გ კარტოფილი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 100გ რბილი ყველი
  • 4 კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი რძე
  • 2 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი
  • 20გ კარაქი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ ადიგენის ან ბრინზა. დაჭერით ყველი და კარაქი.

2.ფქვილს დაუმატეთ კურკუმა, დაქუცმაცებული დარიჩინი, კარაქი და ათქვიფეთ ბლენდერით. დაუმატეთ კვერცხი და ყველი. მოზილეთ ცომი, შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

3.მარილიან წყალში მოხარშეთ კარტოფილი. , დაჭყლიტეთ, ჩაასხით რძე და დაუმატეთ კარაქი. მასა აქციეთ პიურედ.

4.პიურეს დაუმატეთ მწვანილი, არაჟანი და ათქვეფილი კვერცხი. მოაყარეთ ყველი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ.

5.საცხობ ქაღალდზე გააბრტყელეთ ცომი. სიგრძე უნდა იყოს ფორმას + 3სმ. ქაღალდის დახმარებით ცომი გადაიტანეთ ცხიმით დამუშავებულ ფორმაში.

ციმის კუთხეები უნდა გადმივიდეს ფორმიდან 2-3სმ. დაჩხვლიტეთ ჩანგლით. მოათავსეთ შიგთავსი, თანაბრად გადაანაწილეთ ფორმის ზედაპირზე.

6.ცომის ზედაპირს წაუსვით კვერცხი, ფორმიდან გადმოსული კუთხეები ჩაძირეთ შიგთავსში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი.

7.ნოყიერი კარტოფილის ნამცხვარი მზად არის!

გემრილად მიირთვით!