ერთ ცალში – 107 კკალ. ნახევარ საათში 2 კვირის მარაგს მოამზადებ

1230

რამდენი ზეფირია საჭირო ბედნიერებისთვის? ჩაისთან ორი ორმაგი სრულად საკმარისია, რათა ტკბილეულობის მოყვარული დაკმაყოფილდეს. ამიტომ უყვართ ეს დესერტი წონაში დაკლების მსურველებს, რადგან ის დაბალკაროლიულია, შეგრძნება კი – თითქოს ტორტის ნაჭერი მიირთვი.

ზეფირის შინაური რეცეპტები ერთმანეთს ჰგავს, რადგან მისი მომზადება იოლია, თუმცა ხანგრძლივი. “გასტრონომიას” რედაქციამ გადაწყვიტა, ცოტათი გაამრავალფეროვნოს ის ყავით. ზეფირი ნაზი კრემისფერი გამოდის, ამასთან ყავის გემო კარგად იგრძნობა. შემასქელებელის სახით გირჩევთ აგარ-აგარი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ვაშლი
  • 625 გრ შაქარი
  • 3 ჩ.კ. ყავა
  • 160 გრ წყალი
  • 8 გრ აგარ-აგარი
  • 1 კვერცხი
  • შაქრის პუდრი გემოვნებით

მომზადება

1. გამოაცხვეთ ვაშლი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. დაახლოებით 250 გრ პიურე უნდა გამოვიდეს.

2. მოადუღეთ მაგარი ყავა მითითებული რაოდენობის წყალში. დააყენეთ და დაწურეთ. დაამატეთ თბილ ყავაში აგარ-აგარი და დატოვეთ რამდენიმე წუთით.

3. დაამატეთ ვაშლის პიურე.

4. აადუღეთ აგარ-აგარი, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და მოამზადეთ წელვადი სიროფი.

5. ვაშლის მასას დაამატეთ კვერცხის ცილა და ათქვიფეთ თეთრი ქაფის წარმოშობამდე. შემდეგ თანდათანობით დაამატეთ ყავის სიროფი.

6. გამოიყენეთ საკონდიტრო ტომსიკა, დაასხით პერგამენტზე ზეფირები და დატოვეთ 24 საათით გამაგრებამდე.

7. ზეფირი მკვრივი უნდა გამოვიდეს. მოაყარეთ შაქრის პუდრი, აცადეთ 10 წუთი. მზადაა!

აგარ-აგარზე მომზადებული ზეფირი ნაზი და ჰაეროვანი გამოდის, მთავარია, აცადოთ 24 საათი, სანამ ის გამკვრივდება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!