სადღესასწაულო ხაჭოს დესერტი – თუ ხაჭო არ გიყვართ დამიჯერეთ აზრს შეიცვლით!

666

გვიახლოვდება სამარხვო დღესასწაულები. ეს ნიშნავს, რომ დროა დავიწყოთ კერძების მზადება. ჩემი აზრით ხაჭოს დესერტი ძალიან მოუხდება ამ დღესასწაულს.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რეცეპტი რთულია, მაგრამ დამიჯერეთ ეს ამად ღირს. ხაჭოს მაჭკატები ფერადი ბურთულებით ძალიან მოსწონთ ბავშვებს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 100გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 120გ შაქარი
  • 250გ ხორბლის ფქვილი
  • 30გ კაკაო
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები ხაჭოს მასისთვის

  • 1700გ ხაჭო
  • 6 კვერცხი
  • 200გ არაჟანი
  • 250გ შაქარი
  • 16გ ვანილი
  • 80გ პუდინგი ან სახამებელი
  • 1 ლიმონის ქერქი
  • 150გ გახეხილი ქოქოსი (ფერადი)
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი ქოქოსი (თეთრი)

მომზადება

1.კვერცხს დაუმატეთ გამღვალი კარაქი და ათქვიფეთ.

2.დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი. უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიური. 1/3 ცომი გადაახვიეთ პაკეტში და შეინახეთ საყინულეში 1 საათი.

3.დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ, გადაიტანეთ ფორმაში, ამოიყვანეთ ბორტები.

4.ახლა კი ხაჭოს ჯერია. აიღეთ ხაჭო, დაუმატეთ ვანილი, კვერცხი და არაჟანი. მოურიეთ.

5.დაუმატეთ 2 შეკვრა პუდინგი ან იგივე რაოდენობის სახამებელი. ათქვიფეთ ბლენდერით, რათა მიიღოთ ერთვაროვანი მასა. თუ მასა სქელია, მაშინ დაუმატეთ არაჟანი. მოაყარეთ ლიმონის ქერქი.

6.გადადეთ 3-3 სუფრის კოვზი მასა ცალ-ცალკე ჯამებში. თითოეულს მოაყარეთ ფერადი ქოქოსი და მოურიეთ.

7.ფორმაში მოათავსეთ 1/3 ხაჭოს მასა. ხოლო ფერადი – 2სმ ბურთულის ფორმა მიეცით.

8.ამოავლეთ თეთრ ქოქოსში და გადაანაწილეთ.

9.ბურთულებს შორის სიცარიელე ამოავსეთ ხაჭოს მასით.

10.მოახეხეთ გაყინული ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!