დღეს მე ჩემი საყვარელი დესერტის მომზადებას გასწავლით.
მასში მაქსიმალური რაოდენობა რძის ცილაა და მინიმალური რაოდენობა მავნე ნივთიერებებია.
უკვე 5 წელია, რაც ამ რეცეპტით ვსარგებლოს – შედეგი ყოველ ჯერზე მაოცებს!
ინგრედიენტები ფუძისთვის
- 300გ ფხვიერი ორცხობილა
- 150გ კარაქი
ინგრედიენტები სუფლესთვის
- 500გ ყველი მასკარპონე
- 300მლ ნაღები
- 200გ შედედებული რძე
- 25გ ჟელატინი
- ვანილი
მომზადება
1.დაფხვენით ორცხობილა და დაუმატეთ კარაქი.
2.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასში კარგად დატკეპნეთ ორცხობილა. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
3.ჟელატინს დაასხით 3/4 ჭიქა წყალი და დაელოდეთ 10 წუთი. შემდეგ გაალღვეთ წყლის აბაზანაზე.
4.მასკარპონეს დაუმატეთ ნაღები, შედედებული რძე და გამღვალი ჟელატინი. ძალიან კარგად მოურიეთ.
5.მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში. შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.
შეგიძლიათ შიგთავსად გამოიყენოთ ჟოლო, მარწყვი, ბალი და ასე შემდეგ. . .
გემრიელად მიირთვით!