სწრაფი და არომატული ორცხობილა ჩაიზე მისაყოლებლად. ფორთოხალი მთავარ როლშია

1327

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ფორთოხლით სწრაფი ორცხობილის მომზადებას. ცოტა კეფირი და თავისუფალი დრო საკმარისია, რომ არომატული, ფენოვანი ფხვიერი ორცხობილა შიგთავსით სუფრაზე გაჩნდეს. ოჯახური შეკრებისთვს და ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია.

ინგრედიენტები:

  • 120 მლ კეფირი
  • 280 გრ ფქვილი
  • 50 გრ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ფორთოხალი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. ყველა ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. სამზარეულოს კომბაინში მორევა მოსახერხებელია, მაგრამ ყველა ოპერაცია შეგიძლიათ ხელით შეასრულოთ. ჭიქაში ფქვილი, კარაქის ნაჭრები, ნახევარი მოცულობა შაქარი და მწიკვი მარილი მოათავსეთ.

3. დააქუცმაცეთ, რომ წვრილი ნაფშვენი მიიღოთ. კეფირი დაასხით, კვერცხი დაუმატეთ (ნახევარი კვერცხის გული ზემოდან წასასმელად დაიტოვეთ).

4. რბილი ცომი მოზილეთ, ოდნავ წებოვანი იქნება. პარკში გადაიტანეთ და მაცივარში 15-30 წუთით შეინახეთ.

5. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. ფორთოხალი გარეცხეთ, მდუღარე წყალი გადაავლეთ და ნაჭრები ქერქიანად დაჭერით. კომბაინის ჭიქაში მოათავსეთ. აქვე სახამებელი და შაქარი დაუმატეთ. თუ ფორთოხალი ძალიან წვნიანია, ცოტა წვენი ჭიქაში ჩაწურეთ, რომ შიგთავსი ძალიან თხელი არ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, წვენი შემდეგ შეგიძლიათ დაუმატოთ, ხოლო ზედმეტად თხელი მასის გასქელება გაცილებით რთულია.

6. რაც შეიძლება ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

7. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ. 1,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. ფორთოხლის მასა გადაანაწილეთ.

8. რულეტი დაახვიეთ სამკუთხედად დაჭერით. ლამაზი რომ იყოს, ფიგურული დანა გამოიყენეთ.

9. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და ადრე გადანახული კვერცხის გულის და 1 სუფრის კოვზი წყლის ნარევი წაუსვით.

10. ღუმელში 160 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ. სწრაფი ორცხობილა მზადაა. რბილი და წარმოუდგენლად არომატულია. მითითებული რაოდენობით 18 ცალი გამოდის.

გემრიელად მიირთვით!