გერმანული ლიქიორი “ქსუ-ქსუ”

ესპანეთსა და იტალიაში ზაფხულის ცხელ დღეებს გამაგრილებელი სანგრია უხალისებთ, მაგრამ ეს ახალი ხილისგან დამზადებული ერთადერთი ტკბილი ალკოჰოლური სასმელი ნამდვილად არ გახლავთ. “ქსუ-ქსუ” მარწყვისგან დამზადებული არომატული ლიქიორია, რომლის სამშობლოც გერმანია გახლავთ. მისი რეცეპტი 1977 წელს გაჩნდა და უკვე მოასწრო თაყვანისმცემლების მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძენა. მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ბარებსა და კაფეებში შეხვდებით. თუ მსუბუქი ალკოჰოლის მოყვარული ხართ, ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ!

მარწყვის ლიქიორი

ინგრედიენტები

  • 1 კილოგრამი ახალი მარწყვი
  • 250 გრამი შაქარი
  • 0.5 ლიტრი არაყი ან სხვა ალკოჰოლი
  • 1 ლაიმი ან ლიმონი

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ კენკრა და გაარჩიეთ, გასაშრობად ქაღალდის პირსახოცზე დაალაგეთ
2. კენკრა შუშის ქილაში მოათავსეთ და შაქარი მოაყარეთ. როდესაც მარწყვი წვენს გამოუშვებს მას ალკოჰოლი დაუმატეთ. ქილას თავი დაახურეთ და 5 კვირით გააჩერეთ. დროდადრო მოურიეთ.

3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ქილის შიგთავსი გაწურეთ და ბოთლში გადაიტანეთ. ნუ გამოწურავთ კენკრას, თორემ ლიქიორს მისი წიპწები შეერევა. დაუმატეთ ლიმონი ან ლაიმის წვენი და ცედრა. სასმელი კიდევ 2 კვირით დააყენეთ.

4. შემდეგ სასმელი მარლაში გაფილტრეთ და ბოთლებში გაანაწილეთ. “მოსამწიფებლად” 3 თვე ბნელ ადგილას შენახეთ.

შედეგად 1.5 ლიტრ წარმოუდგენლად არომატულ მარწყვის ლიქიორს მიიღებთ, რომელიც ძალიან მოუხდება დესერტებს, რბილი სახეობის ყველსა და თეთრ ხორცს. შეგიძლიათ არყის მაგივრად თეთრი რომი ან კონიაკი გამოიყენოთ. მთავარი პირობაა – ალკოჰოლი 40-45 გრადუსიანი უნდა იყოს.