ხაჭოს ტირამისუ იმდენად ნაზი დესერტია, რომ ნებისმიერ იმედგაცრუებას დაგავიწყებთ!

792

მოიმარჯვეთ ხარისხიანი მუქი შოკოლადის ფილა და ამ ყველასთვის ცნობილი დესერტის თქვენი, ინდივირუალური ვარიანტი მოამზადეთ. შეგიძიათ რეცეპტში კაკალიც დაუმატოთ. მორთეთ მწიფე ჟოლოთი.

ტირამისუ

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 250 გრამი რბილი, უცხიმო ხაჭო
  • მწიკვი მარილი
  • 300 მილიგრამი მაგარი ყავა
  • 160 გრამი შაქრის პუდრა
  • 35 მილიგრამი კონიაკი
  • 1 ჩხირი დარიჩინი (შიგიძლიათ დაფქულით ჩაანაცვლოთ)
    15 ცალი ორცხობილა
  • 100 გრამი შავი შოკოლადი

მომზადება:

1. გააცალკავეთ ცილა გულისგან. მოამზადეთ მაგარი ყავა, დაუმატეთ მასში დარიჩინის ჩხირი ან ცოტაოდენი დაფქული დარიჩინი. როდესაც ყავა გაცივდება მასში კონიაკი ჩაასხი.


2. ათქვიფეთ ცილა -მწიკვ მარილთან და 2/3 შაქრის ფხვნილთან ერთად.კარგად ათქვეფილ ცილაში ფრთხილად დაუმატეთ ხაჭოს კრემი.


3. ათქვიფეთ გული შაქრის პუდრის მესამედ ნაწილთან ერთად – ორთქლის აბაზანაზე. როდესაც კრემი გასქელებას დაიწყებს მასში 1 ჩაის კოვზი კონიაკი ჩაასხი, გადმოდგით ორთქლიდან და განაგრძეთ თქვეფა სრულად გასქელებამდე.


4. აურიეთ ხაჭო კვერცხის გულების კრემთან.


5. მასა ძალიან ფუმფულა უნდა გამოვიდეს.


6. ფორმის ფსკერზე კრემისებური მასა დადევით. შემდეგ მოალაგეთ კონიაკიან ყავაში ჩამბალი ორცხობილები. ზემოდან კი კრემის მეორე ფენა გადაუსვით და ცოტაოდენი გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ. შემდეგ ისევ ორცხობილა დაალაგეთ და ბოლოს ისევ კრემი და შოკოლადი წაუსვით.


7. დესერტი მაცივარში შედგით.


ეს ნამცხვარი ძალიან უხდება ყავას, მას კენკრა სიმჟავეს და ორიგინალობას შეჰმატებს. ამ პიკანტური დესერტის სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. მზადდება შოკოლადის ლიქიორით, რომით და ბრენდითაც. არსებობს უალკოჰოლო ვარიანტითაც – ამ დროს აქცენტი კაკაოს ფხვნილზე კეთდება. ეს დესერტი კვერცხის გარეშეც არაჩვეულებრივი გამოდის!