გამორჩეულად არომატული და გემრიელი თეთრი ბლის მურაბა

6111

გამორჩეულად და განსაკუთრებით გემრიელი თეთრი ბლის მურაბა, რომლის მომზადების წესს  დეტალურად იხილავთ, მოცემულ რეცეპტში.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კურკაგამოცლილი, თეთრი, მკვრივი ბალი
  • 1 კგ შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 3 ჩ.კ. ვანილი
  • 7 მარცვალი დაფქული ილი

მომზადების წესი:

  1. შაქარს დავასხათ წყალი, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და დუღილისას, გამჭვირვალე ბუშტუკებს რომ დაიყრის, გადმოვიღოთ და ცხელ-ცხელი ბალს დავასხათ. ასე გავაჩეროთ 8 საათის განმავლობაში, შეიძლება მთელი ღამითაც.
  2. მეორე დილით მურაბა კვლავ ცეცხლზე დავდგათ, დავუმატოთ ილი და შესქელებამდე ვხარშოთ.
  3. მურაბას ბოლოს შევურიოთ ვანილი და ჩავასხათ ქილებში.

რედაქციის რჩევა: 

ძალიან გემრიელია ნიგვზიანი ბლის მურაბა. 1,5 ჭიქა ნიგოზი მსუბუქად მოვხალოთ, დავჭრათ და კურკაგამოცლილ ბლებში მოვათავსოთ, შემდეგ ისე მოვამზადოთ როგორც ზემოთ წერია. თუ ილის არომატი არ მოგვწონს, მურაბას ლიმონის 2-3 თხელი ნაჭერი ჩავახარშოთ.