როგორ მოვამზადოთ ნაგეცები სახლის პირობებში

1392

ნაგეცები ნამდვილად უგემრიელესია, ჩემი შვილები გიჟდებიან მასზე. მე მას ტაფაზე ან ფრიტურში ვწვავ. ეს კერძი მართალია სასარგებლო არ არის, მაგრამ ათასში ერთხელ რათქმაუნდა შეიძლება.

მაკდონალდსის ნაეგცი

ინგრედიენტები

  • 400გ ქათმის ფილე
  • 1 კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი საფანელი
  • 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 კბილი ნიორი
  • 0,3 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 200მლ მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ფილეს ნაჭრებს მოასხით სოიოს სოუსი. დაჭყლიტეთ ნიორი, მოურიეთ და დაელოდეთ 30 წუთი.
  2. საფანელს დაუმატეთ, მარილი, კურკუმა, პაპრიკა. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი.
  3. ქათამი ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში და შემდგ საფანელის მასაში.
  4. გააცხელეთ ზეთი.
  5. ჩაუშვით ნაგეცები 5-6 წუთი.

ქათმის ნაგეცები თაფლით, ჩედერით და პარმეზანით

ინგრედიენტები

  • 2 ქათმის ფილე
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი გამომშრალი ბექონდარა
  • 60გ პარმეზანი
  • 1 კვერცხი
  • 60გ ჩედერი
  • 5 სუფრის კოვზი საფანელი
  • 130გ ფქვილი
  • 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოამზადეთ ქათმის ფილე, ორივე ყველი წვრილად გახეხეთ.
  2. თაფლს დაუმატეთ ლაიმის წვენი, პარმეზანი, ბექონდარა და პაპრიკა. მიღებულ მასაში ამოავლეთ ხორცი.
  3. ფქვილს დაუმატეთ მარილი, წიწაკა. ატქვიფეთ კვერცხი. ჩედერი დაუმატეთ საფანელს. ფილე ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში და ყველის საფანელში. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

4.შეწვით ნაგეცები ზეთში.

ქათმის ნაგეცები ნუშით

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 150გ ნუში
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 100გ საფანელი
  • მარილი
  • 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
  • 120გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
  • 2 ქათმის ფილე
  • 1 სუფრის კოვზი რძე

მომზადება

  1. დააქუცმაცეთ ნუში, დაუმატეთ საფანელი, მარილი და სანელებლები.
  2. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და რძე, ფქვილი დაყარეთ თეფშზე.
  3. ქათმის ნაჭრები ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხისა და ნუშის მასებში.
  4. შეწვით ზეთში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთი.

სოუსი ნაგეცებისთვის

ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 3 სუფრის კოვზი კეჩუპი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • კამა
  • 1 კბილი ნიორი

მომზადება

დააქუცმაცეთ კამა, გაატარეთ ნიორი ხორცსაკეპში და დაუმატეთ დარჩენილ ინგრედიენტებს. სოუსი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!