2 სახის ფუნთუშა მობეზრებული ხაჭოკვერის ნაცვლად. რა მოვამზადოთ საუზმეზე

109

ცომეული, როგორც სხვა ტკბილეული, ბედნიერების ჰორმონის გასაზრდელად ყველაზე ხელმისაწვდომ მეთოდად ითვლება. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დოფამინი არა მხოლოდ ჭამის, არამედ ახალი კრუასანის და სხვა ცომეულის ნაწარმის სუნზეც გამომუშავდება. თუ მაღაზიაში ნაყიდ ცომეულზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ლამაზ, გემრიელ და არომატულ ნაწარმს ვერ ვიღებთ.

ხშირად სასურსათო მაღაზიებში პროდუქტები შეფუთული ან გაყინული მიდის. გაყინული ნახევრად მზად პროდუქტი სწრაფად ცხვება, შემდეგ ჩვეულებრივ პარკში იწყობა. დაგვეთანხმეთ, ეს სასურველ დელიკატესზე საერთო შთაბეჭდილებას შლის. ამის თავიდან ასაცილებლად Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა მოამზადოთ საუზმეზე და როგორ გააკეთოთ ეს მაქსიმალურად გემრიელად!

რა მოვამზადოთ საუზმეზე სწრაფად: 2 სახის ცომეული ტაფაზე შესაწვავად

თუ ხარისხიანი ტკბილი ცომეულით საკუთარი თავის და ახლობლების გახარება გიყვართ, მაშინ ცომეული ხაჭოთი მოამზადეთ.

ხაჭოს კვადრატები

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 300 გ ფქვილი
  • 100 გ ხაჭო
  • 50 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 80 მლ კეფირი
  • 20 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, მარილი და შაქარი ღრმა თასში აურიეთ და კარგად ათქვიფეთ.
  2. კეფირი და მცენარეული ზეთი ჩაასხით. ხაჭო დაუმატეთ და ისევ აურიეთ.
  3. ფქვილს გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ხაჭოს მასას ფხვიერი პროდუქტები დაუმატეთ. რბილი, ელასტიური ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მიგეკვრებათ.
  4. მისგან მართკუთხედის ფორმის სქელი ფირფიტა გააბრტყელეთ. 20 კვადრატის ფორმის ულუფად დაყავით.
  5. კვადრატები საშუალო ცეცხლზე მცენარეულ ზეთში ტაფაზე შეწვით. ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

ხაჭოს ლოკოკინა

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 100 გ ხაჭო
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი მიქსერით აურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.
  2. კვერცხის მასას ხაჭო და არაჟანი დაუმატეთ. სპატულით ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. ხაჭოს მასას მცენარეული ზეთი ჩაასხით, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ისევ მოზილეთ.
  4. ნარევს ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. მზა ცომი დიდ თხელ კვადრატად გააბრტყელეთ. შემდეგ მილივით დაახვიეთ.
  5. ღია კიდეები დაამაგრეთ და პატარა ულუფებად, კვადრატებად დაჭერით.
  6. ლოკოკინები ცხელ ზეთში ტაფაზე შეწვით. მოწითალო ქერქის მიღებამდე ორივე მხრიდან შეწვით.

ბოლოს მზა ხაჭოს კვადრატებს ან ლოკოკინებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. მრავალფეროვნებისთვის ორივე ვარიანტი მოამზადეთ. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ოჯახი ასეთ ტკბილეულს ღირსეულად დააფასებს და ჩვეული ხაჭოკვერების ნაცვლად მოგთხოვთ.