ამ კერძის მოსამზადებლად არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა და დრო.
ამ მეთოდით მომზადებული ხორცი არის რბილი, ძალიან არომატული და გემრიელი.
ინგრედიენტები
- ინდაურის ფილე 1კგ
- ნიორი 3 კბილი
- მარილი 4 სუფრის კოვზი
- მდოგვი 1 ჩაის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
- წყალი 1ლ
- შავი დაფქული წიწაკა
- წიწაკა ჩილი
- კაკალი ქინძი
- ბაზილიკი
- ორეგანო
- პაპრიკა
მომზადება
- მარილი გახსენით წყალში და მასში მოათავსეთ ინდაურის ფილე, მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათი.
- გაასუფთავეთ ნიორი, დაჭერით წვრილად. ზეთს დაუმატეთ შავი და წითელი წიწაკა, პაპრიკა, კაკალი ქინძი, ბაზილიკი, ორეგანო და მდოგვი.
- გააშრეთ ხორცი. ჩაჭერით ინდაური რამდენიმე ადგილას, ამოავსეთ ნივრით და მოასხით მომზადებული სოუსი.
- გამოაცხეთ 220 გრადუსზე 35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!