ზამთრისთვის ქილების მოხუფვა არ არის იოლი საქმე, მაგრამ როცა წარმოიდგენ, ცივ ამინდში როგორ დატკბები გემრიელი მწნილებით, სიზარმაცეს დასძლევ. თანაც, ჩვენ ყოველწლიურად ახალი და საინტერესო რეცეპტების ძიებაში ვართ, ამიტომ არ ვიწყენთ.
ამჯერად მოგითხრობთ, როგორ დაამწნილოთ კომბოსტოს ფოთოლში შეხვეული კიტრი. ამ სახით ის ტოლმას გაგონებს და პიკანტური გემოთი გამოირჩევა. ეს გახლავთ შესანიშნავი ხემსი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
ინგრედიენტები
- 2 კგ კიტრი
- 1 თავი კომბოსტო
- 300 მლ ვაშლის წვენი
- 3-4 კბ ნიორი
- 0,5 კონა კამა
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ კომბოსტო, დაყავით ფოთლებად და 2 წუთით ჩააწყვეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გააშრეთ.
- მოათავსეთ კიტრი საწურზე, ჩაყავით რამდენიმე წამით მდუღარე წყალში, შემდეგ ცივ წყალში ჩაყარეთ. დაალაგეთ კიტრი და კომბოსტოს ფოთლები ქაღალდის ხელსახოცზე გასაშრობად.
- მოათავსეთ კიტრი კომბოსტოს ფოთოლში, დაახვიეთ რულეტად და დააფიქსირეთ ძაფით. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ ინგრედიენტებთან.
- მოათავსეთ ნაწარმი ქილებში, დაუმატეთ ნიორი და კამა. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ საყვარელი სანელებლები.
- მარინადისთვის მდუღარე წყალში გახსენით მარილი და შაქარი, დაუმატეთ ნატურალური ვაშლის წვენი.
- დაასხით მწნილს მარინადი სამჯერ, ყოველ ჯერზე წამოადუღეთ და გადმოასხით სითხე. მესამე ჯერზე სითხე დატოვეთ. მოხუფეთ ქილები და გადააბრუნეთ.
სურვილისამებრ დაუმატეთ მწნილს საყვარელი სუნელები და მწვანილი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!