უფაფუკესი ბლინები საიდუმლო ინგრედიენტით

1564

გაზაფხულს განსაკუთრებულად მიყვარს ბლინების და დესერტების ცხობა. დღეს მე მინდა გასწავლოთ უგემრიელესი ბლინების მომზადება. საიდუმლო ინგრედიენტი კარტოფილია, რომელსაც ცომში გამოვიყენებთ. გამოდის ძალიან ელასტიური და ფაფუკი.

ნებისმიერი სახის გულსართი შეგიძლიათ შეურჩიოთ.

ინგრედიენტები

  • 300გ კარტოფილი
  • 150გ ფქვილი
  • 300მლ რძე
  • 50გ მცენარეული ზეთი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • კარაქი
  • მდნარი ყველი სურვილისამებრ

მომზადება

1.გაასუფთავეთ და გახეხეთ კარტოფილი.

2.კარტოფილს დაუმატეთ მარილი, რძე, კვერცხი და ფქვილი. დააბლენდერეთ მასა. მოასხით ზეთი და დაასვენეთ 30 წუთი.

3.ტაფას წაუსვით ცხიმი და გამოაცხეთ ბლინები.

4.მზა ბლინი მოათავსეთ თეფშზე, დამატებით წაუსვით გამღვალი კარაქი. შეგიძლიათ მოახეხოთ ყველი, როცა ბლინი ტაფაზე იქნება მოთავსებული, რათა ყველმა მოასწოს დადნობა.

5.ბლინებს ძალიან უხდება არაჟანი. გააფორმეთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!