ქართველი დიასახლისის მიერ მომზადებული გარგრის მურაბა

836

ძალიან მიყვარს გარგრის “სამეფო” მურაბა. ნუშთან ერთად მომზადებული გარგარი ნამდვილად სამეფო ტკბილეულია. არ მეთანხმებით?

საქართველოში ასეთ მურაბას თითქმის ყველა დიასახლისი ამზადებს.

ინგრედიენტები

  • 3კგ გარგარი
  • 1,5-2კგ შაქარი
  • 600მლ წყალი
  • 250გ ნუში
  • თესლის შიდა მხარე

მომზადება

1.გარეცხეთ გარგარი და მოაშორეთ კურკა.

2.მოხარშეთ სიროფი: ცალკე ჯამში აადუღეთ წყალი და გახსენით მასში შაქარი. ცხელი სიროფი დაასხით გარგარს და დატოვეთ 8 საათი, შემდეგ გადაასხით სიროფი.

3.სიროფი მოათავსეთ ცეცხლზე და აადუღეთ. ისევ დაასხით სიროფი გარგარს, დაასვენეთ 7-8 საათი. გაიმეორეთ პროცედურა 2 ჯერ.

4.მოხარშეთ სიროფი გარგართან ერთად. დაუმატეთ გასუფთავებული ნუში. შეგიძლიათ გარგრის კურკა მოხალოთ და ისიც დაუმატოთ.

5.ცხელი მურაბა ჩაასხით სტერილურ ქილებში და დააფარეთ თავსახური.

გემრიელად მიირთვით!