ბებიის რეცეპტით მომზადებული უგემრიელესი კარტოფილი

829

ბებიის რეცეპტით მომზადებული კარტოფილი უგემრიელესია. აუცილებლად მოაზმადეთ და დააგემოვნეთ.

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • მშრალი მწვანილები
  • შავი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ კარტოფილი (არ გათალოთ).
  2. დიდი ზომის კარტოფილები დაჭერით, ხოლო პატარები არა.
  3. ევრილად დაჭერით ნიორი. მწვანილს დაუმატეთ ნიორი, მარილი, წიწაკა და ზეთი.
  4. მიღებული მასა მოასხით კარტოფილს, კარგად მოურიეთ და დატოვეთ 15-20 წუთი.
  5. კარტოფილი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე ქერქით დაბლა, გამოაცხეთ 200 გრადუსზე.
  6. კარტოფილი მზად იქნება დაახლოებით 30-40 წუთში.

გემრიელად მიირთვით!