გემრიელი ფხვიერი ნამცხვარი: ნახევარ საათში მზადაა

2415

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რბილი და არომატული ფხვიერი ნამცხვრის რეცეპტს. ნამცხვარი დიდხანს არ შავდება, სწრაფად მზადდება და ბევრი გამოდის. ერთი რაოდენობიდან დაახლოებით 26 ცალი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 80 მლ მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • ½ ლიმონი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოამზადეთ.

2. ცომი ხელით ან სამზარეულოს კომბაინში მოზილეთ. მეორე ვარიანტი უფრო სწრაფი და მარტივია. თასში ფქვილი ჩაყარეთ (1 ჭიქა 200 გრამიანია), შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. უსუნო რაფინირებული მცენარეული ზეთი დაასხით.

3. ნაფშვენის წარმოქმნამდე აურიეთ. თუ ტექნიკის გარეშე აკეთებთ, ხელებს შორის დასრისეთ. კვერცხი ჩატეხეთ, ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ლიმონის გემოს და არომატის უფრო გამოსაკვეთად ცედრა დაახეხეთ.

4. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. მცენარეული ზეთის წყალობით ხელზე არ მიგეკვრებათ.

5. ცომი 4 ნაწილად გაყავით, თითოეულიდან ცერა თითის დიამეტრის ზომა ზოლები დაამრგვალეთ.

6. 6-7 სმ სიგრძის ზოლებად დაჭერით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცომი იმწამსვე იკუმშება, ამიტომ მზა ნამცხვარი უფრო პატარა ზომის გამოვა.

7. საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.

8. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. მნიშვნელოვანია, რომ არ გამოშრეს. როგორც კი, ქვემოთ შეწითლდება, ღუმელიდან გამოიღეთ. ფხვიერი ნამცხვარი მზადაა. ის რბილი და არომატულია, რამდენიმე დღის შემდეგაც არ გაფუჭდება. გემრიელად მიირთვით!