ღორის ხორცი კარტოფილით, ყველის ცომში

603

წვნიანი და არომატული ხორცი, ხრაშუნა ცომი. უგემრიელესი და უნოყიერესი ვახშამი ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ლამაზია, გემრიელია და ძალიან კომფორტულია.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 1,5კგ
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 450გ
  • საფუარი 2 ჩაის კოვზი
  • რძე 125მლ
  • კარტოფილი 300გ
  • ყველი 50გ
  • კარაქი 30გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • სანელებლები
  • მარილი

მომზადება

1.გარეცხეთ დ გააშრეთ ხორცი, წაუსვით მარილი და სანელებლები. შეგიძლიათ მოაყაროთ უმი ბოსტნეული. გადაიტანეთ ჯამში და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

2.გააცხელეთ რძე, დაუმატეთ საფუარი, 3 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი და შაქარი. დატოვეთ ცეცხლზე 20 წუთი.

3.მოხარშეთ კარტოფილი და გახეხეთ ყველთან ერთად. ცომის მასას დაუმატეთ გამღვალი კარაქი, კვერცხი, არაჟანი, 0,5 ჩაის კოვზ მარილი, გახეხილი ინგრედიენტები და დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, დაასვენეთ 1 საათი.

4.ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ცომი. ცენტრში მოათავსეთ ხორცი, გადაახვიეთ ცომში და მჭიდროდ შეფუთეთ ფოლგით.

5.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 1,5-2 საათი.

გემრიელად მიირთვით!