ბადრიჯანი ბეკონში – სწრაფი და ორიგინალური კერძი

1154

დღეს ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და ორიგინალურ კერძს ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან. ასეთი გემრიელი კერძი ბადრიჯნით დარწმუნებული ვარ არ გაგისინჯავთ!

ინგრედიენტები

  • 2 ბადრიჯანი
  • 10 ნაჭერი შებოლილი ბეკონი
  • 4 კბილი ნიორი
  • 100გ ყველი ედამი ან გაუდა
  • ფქვილი, მარილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გათალეთ ბადრიჯანი და კარგად გარეცხეთ. დაჭერით, მოათავსეთ ჯამში და მოაყარეთ მარილი, მოურიეთ.

2.ამ პროცედურებს შემდეგ, (არ დაელოდოთ ბადრიჯნის დარბილებას) ამოავლეთ ფქვილში და შეწვით.

3.შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ფენებად და მათ შორის მოათავსეთ დაჭყლეტილი ნიორი.

4.ამ მოქმედებების შემდეგ დაჭერით ყველი.

5.აიღეთ 2 ნაჭერი ბადრიჯანი და მათ შორის მოათავსეთ ყველი. და ეს კონტრუქცია გადაახვიეთ ბეკონში. ასეთი მეთოდით შეკაზმეთ დანარჩენი ბადრიჯანიც.

6.მოათავსეთ ფორმაში, მოასხით ტაფაზე დარჩენილი ზეთი, მოაყარეთ ყველი და ნიორი.

7.გამოაცხვეთ 215-220 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!