კარამელის ნაღებიანი სუფლე უგემრიელესი იტალიური ორცხობილით

1183

“ბისკოტი” არის იტალიური ორცხობილის ნაირსახეობა, რომელიც მზადდება დაჩეჩქვილი თხილით. როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს მზადდება ორ ეტაპად და ამიტომ საკმაოდ მაგარია. ორცობილა ბისკოტი სუფლეს განსაკუთრებით არომატს სძენს. მოამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით და თავადვე დარწმუნდებით ამაში.

ინგრედიენტები: 

  • 375 მლ ნახევარი ნაღები და 10%-18%-იანი ნახევარი რძე
  • 1 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
  • 100 გ თეთრი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • 5 დიდი კვერცხის გული
  • ორცხობილა ” ბისკოტი”

ულუფა: 6

მომზადება: 30 წუთი +5 საათი გასაცივებლად

ცხობა: 35-40 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი: 

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 150 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე-2.
  2. საცხობი ტაფის ძირზე დააფინეთ სამზარეულოს ტილო და ზედ 125 მლ მოცულობის სუფლეს 6 ყალიბი მოათავსეთ. ნაღები და ვანილი პატარა ქვაბით შემოდგით საშუალო ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  3. გადმოიღეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ შოკოლადი და ურიეთ, ვიდრე გადნება, შემდეგ კი დროებით გადადეთ.
  4. საჭირო შაქრის ნახევარი და წყალი ქვაბით ნელ ცეცხლზე დადგით, ვიდრე არ გადნება და ღია ოქროსფერს მიიღებს. ეს კარამელი ჩაასხით ცხელ ნაღებში და ურიეთ.
  5. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, ათქვიფეთ კვერცხის გულები და დარჩენილი შაქარი, სანამ არ გათეთრდება და გასქელდება.
  6. გოგლიმოგლი ნელ-ნელა ჩაასხით ცხელ, კარამელიან ნაღებში, თან ხის კოვზით მოხადეთ.
  7. კარამელის ნაღები თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ყალიბებში. ტაფაში ჩაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ყალიბებს შუამდე მოადგეს. ტაფას ფოლგა გადააფარეთ.
  8. აცხვეთ 30-35 წუთი, ვიდრე მასა გამკვრივდება, შუაგული კი რბილი დარჩება.
  9. გამოიღეთ ღუმელიდან და 1 საათი აცალეთ გაგრილება. მაცივარში 4 საათი მაინც დატოვეთ. სუფრაზე მიიტანეთ მსხვილად დატეხილი თხილით მომზადებულ იტალიურ ორცხობილასთან – “ბისკოტისთან” ერთად.