ლაბიანი ენა – გედების ტბა. სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენება

1407

ჩვენ ყოველდღიურად თუ არა კვირაში რამდენიმეჯერ მაინც ვამზადებთ ხორციან კერძს. მაგრამ კერძი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ გასტრონომია ნამდვილად დაიპყრობს თქვენს გულებს, და სტუმრებთანაც ამაყი წარსდგებით. ის სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენებაა.

ინგრედიენტები: 

  • 4 მოხარშული კვერცხი
  • პატარა ხახვის თავი
  • კამა, ოხრახუში
  • დაფქული ან ხსნადი ყავა
  • შავი პილპილის მარცვლები
  • რამდენიმე ფოთოლი პიტნა
  • რეჰანი და ახალი ნიორი

მომზადების წესი:

  1. ძროხის ენა გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 2-4 საათის განმავლობაში. მოხარშვამდე ერთი საათით ადრე დავუმატოთ მარილი, სტაფილო და ხახვი. გამზადებამდე 10 წუთით ადრე დავუმატოთ დაფნის ფოთოლი. მოხარშული ენა ამოვიღოთ, გამდინარე ცივ წყალში გავაცალოთ კანი, ისევ ჩავუშვათ ნახარშში, წამოვადუღოთ და ვხარშოთ თხელ ნაჭრებად და გადავიტანოთ თეფშზე.

2. ათქვეფილ კვერცხის ცილას შევურიოთ ცოტაოდენი ნახარში, ავთქვიფოთ და წვრილ ნაკადად შევურიოთ მდუღარე ნახარშს და განუწყვეტლივ ვურიოთ. როდესაც კვერცხის ცილა შეიკვრება, მიღებული ბულიონი გავწუროთ საწურში. წინასწარდალბობილი ჟელატინი შევურიოთ ბულიონს, განუწყვეტლივ ვურიოთ და წამოდუღებისთანავე გადმოვიღოთ ცეცხლიდან. მიღებული მასა დავასხათ ენის ნაჭრებს და დავდგათ ცივ ადგილზე.

3. ამავდროულად, მოვამზადოთ მოსართავი მასალა. ლელქაშის (კამიში) გასაკეთებლად ავიღოთ ყველაზე მსხვილი კამის ღეროები, ბოლოზე წამოვაცვათ სქელი ცომისგან მომზადებული ბუნიკი (კამიშის ფორმის მისაცემად). შემდეგ ცომი ცოტათი დავასველოთ და ამოვავლოთ დაფქულ ან ხსნად ყავაში.

4. “შროშანის” ფორმის მსგავსი ფიგურის დასამზადებლად ხახვი დავჭრათ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ყვავილის ფორმის მისაცემად ხახვის შუაგულში მოვათავსოთ თხლად დაჭრილი სტაფილოს ნაჭერი.

5. “გედის” დასამზადებლად 2 მოხარშულ კვერცხს ირიბად ავაჭრათ თხელი ფენა (კარგად რომ დადგეს). მოჭრილი ფენებისგან გავაკეთოთ კუდი (ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები).

6. დარჩენილი 2 კვერცხისგან გამოვჭრათ “კისერი” და “ფრთები”. სტაფილოსგან გამოვჭრათ “ნისკარტი”. ყველა დეტალი ერთმანეთთან შევაერთოთ კბილის ჩხირებით. თვალები გავაკეთოთ პილპილის მარცვლებით. მწვანილით მოვრთოთ კერძი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.