დასავლური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სიცხარე, ინგრედიენტების მრავალფეროვნება, ბროწეული, სანელებლები და შესანიშნავად შეზავებული ხორცი ქმნის კერძს, რომელიც ქართული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია.
ინგრედიენტები:
- ხბოს ხორცი – 350 გ
- ღორის დამარილებული ქონი – 150 გ
- ხახვი – 60 გ
- ნიორი – 15 გ
- ქინძი – 20 გ
- ხმელი ქინძი – 15 გ
- უცხო სუნელი – 10 გ
- ქონდარი – 5 გ
- კოწახური – 20 გ
- მწვანე წიწაკა – 10 გ
- ბადექონი – 100 გ
- ზეთი – 15 მლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხბოს ხორცი, ღორის დამარილებული ქონი, ხახვი, ნიორი და მწვანე წიწაკა. გატარებულ ფარშს მოაყარეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი, მარილი, კოწახური და წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი.
- ბადექონი გაშალეთ, დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად და თითოეულში ჩადეთ მომზადებული ფარში, გადაახვიეთ ოვალურად და ხელით ოდნავ გააბრტყელეთ.
- გააცხელეთ ტაფა, დაასხით ცოტაოდენი ზეთი. დააწყვეთ აფხაზურები და შეწვით ორივე მხრიდან 4-4 წუთის განმავლობაში. კარგად რომ დაიბრაწება, აფხაზურა მზად არის.
გაიუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.