ჩიზქეიქი ჟელატინით- საუცხოო დესერტი მთელი ოჯახისთვის

1080

ჩიზქეიქი სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც – ყველის ღვეზელი. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ამ დესერტს უძველესი ისტორია აქვს და მას ჩვენს წელთაღრიცხვამდეც კი ამზადებედნენ! დიახ, ძველ საბერძნეთში ამ დესერტით ოლიმპიადებსა და ქორწილებში უმასპინძლდებოდნენ ხალხს.

შემდეგ ეს უნაზესი ღვეზელი რომში მოხვდა იულიუს ცეზარის მაგიდაზე. ამის შემდეგ ჩიზქეიქი მდიდარი ადამიანების დესერტად იქცა. ის მთელს ევროპაში გავრცელდა და ძველ რუსთეშიც კი შეაღწია.

ჩიზქეიქი


მას შემდეგ რაც საკონდიტროები გაიხსნა, ჩიზქეიქმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და ალბათ არ არსებობს დისასხლისი რომელსაც ერთხელ მაინც არ მოუმზადებია ის!
ჩიზქეიქი მზადდება მარტივად და არც დიდი რაოდენობის მასალას საჭიროებს. აი, იმ ინგრედიენტების სია რომლებიც ჩიზქეიქის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

  • 100 გრამი ორცხობილა
  • 50 გრამი კარაქი
  • 400 გრამი იოგურტი
  • 100 გრამი არაჟანი
  • 150 გრამი ყველი
  • 12 გრამი ჟელატინი
  • 1 შეკვრა ჟელე
  • 300 მილიგრამი წყალი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ორცხობილა წვრილად დაფხვენით. დაუმატეთ კარაქი და აურიეთ ინგერდიენტები. აიღეთ გამოსაცხობი ფორმა და ფსკერზე პერგამენტი დააფინეთ. ორცხობილა მასზე დაიტანეთ და კარგად მიაბჯინეთ მთელს ფორმას. შემდეგ ნახევარი საათით მაცივარში შედგით.


2. დაასხით ჟელატინს ცხელი წყალი და დატოვეთ გასაფუებლად. ამ დროის განმავლობაში ყველის გულსართის მომზადებით დაკავდით. ათქვიფეთ ყველი და არაჟანი ბლენდერის მეშვეობით, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი (გემოვნებით) და აურიეთ იოგურტთან.

3. ვაცხელებთ ჟელატინს და ვუმატებთ ლიმონის წვენს. კარგად მოვურევთ და დავტოვებთ ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად. ჟელატინს ყველისა და იოგურტის მასაში გადმოვასხავთ, კარგად მოვურევთ და ორცხობილას მასასთან ფორმაში გადავიტანთ. მირებულ მასას კვლავ მაცივარში ვაბრუნებთ 1 საათით.


4. ვიღებთ ერთ შეკვრა ჟელეს და ვაზავებთ 200 მილიგრამ წყალში. ვაცივებთ ჟელეს და ჩიზქეიქის ზედაპირზე ვათავსებთ. ღვეზელს კვლავ მაცივარში ვდებთ, ახლა უკვე 3 საათით. შეგიძიათ მთელი ღამითაც დატოვოთ. ჩვენი დესერეტი მზად არის!


ჩიზქეიქი სამიარუსიანი გამოდის: ორცხობილა, ყველის გულსართი და ჟელე. შეგიძლიათ ნებისმიერი ჟელე შეარჩიოთ, ტქვენი გემოვნებით.