ვინ იღვიძებს ღამე, რათა მოამზადოს კარტოფილის ბლინები

490

თხელი ბლინები – ეს ის კლასიკაა, რაც მოდიდან არასოდეს გავა. მაგრამ თუ თქვენ ცვლილებების მოყვარული ადამიანი ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთისაა.

კარტოფილის ბლინები

კარტოფილის ბლინების მომზადება მრავალი მეთოდით შეიძლება. ერთ რეცეპტი ჩვენ გამოვიყენებთ მოხარშულ კარტოფილს, ხოლო მეორეში უმს.

ბლინები მოხარშული კარტოფილით

ინგრედიენტები

  • 6 კარტოფილი
  • 2 ჭიქა რძე
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით და მოასხით წყალი. მოხარშეთ 20-25 წუთი.
  2. გადაასხით წყალი და დაჭყლიტეთ კარტოფილი.
  3. 3.პიურეს დაუმატეთ კვერცხი, წიწაკა, ნიორი. მოურიეთ. მოასხით რძე. მასა გახადეთ ერთგვაროვანი.
  4. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს ოდნავ თხელი.
  5. დაუმატეთ ზეთი და დაასვენეთ 20 წუთი.
  6. შეწვით ბლინები ორივე მხრიდან 2-3 წუთი.

ბლინები უმი კარტოფილისგან

ინგრედიენტები

  • 410გ კარტოფილი
  • 170გ ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 180-200გ ხორბლის ფქვილი
  • 360მლ რძე
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. მოხარშული კარტოფილი გაასუფთავეთ და გახეხეთ.
  2. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. ააქუცმაცეთ მასა ბლენდერით.
  3. დაუმატეთ ქათმის კვერცხი, მოურიეთ. ჩაასხით რძე და 3 სუფრის კოვზი ზეთი. ისევ მოურიეთ.
  4. გაცერით ფქვილი და მოაყარეთ კარტოფილის მასას. ცომი უნდა იყოს საკმაოდ თხელი.
  5. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სანელებლებიც.
  6. გააცხელეთ ტაფა და წაუსვით კარაქი.
  7. გამოაცხეთ ცხელ ტაფაზე.

ბლინები კარტოფილის ნახარშზე

ინგრედიენტები

  • 30მლ კარტოფილის ნახარში
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 4-5 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
  • 1-2 სუფრის კოვზი შაქარი
  • მარილი
  • 0,25 ჩაის კოვზი
  • 3-4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ასეთი ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარტოფილის ნახარში.
  2. ნახარშს დაუატეთ შაქარი, სოდა, წყალი, კვერცხი და ზეთი.
  3. ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
  4. გამოაცხეთ ბლინები ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!