ამ რეცეპტით მომზადებული თაფლაკვერებით ოჯახის წევრებს ხშირად ვანებივრებ

1388

სახლში მომზადებული თაფლაკვერი გაცილებით უფრო გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. მოამზადეთ ჯანსაღი დესერტი თქვენი ოჯახის წევრებისთვის.

ინგრედიენტები: 

  • კვერცხი – 8 ცალი
  • თაფლი – 500 გრამი
  • ორცხობილა – 400 გრამი
  • საჭმელი სოდა – 1/2 ჩაის კოვზი
  • პურის ფქვილი – 300 გრამი
  • მაწონი – 1 ჩაის ჭიქა
  • ცუკატები – 1/2 ჩაის ჭიქა
  • მიხაკ-დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

  1. წამოვადუღოთ თაფლი და ვურიოთ განუწყვეტლივ, თან ქაფი მოვხადოთ. გამოვდგათ ცეცხლიდან. ოდნავ რომ გაცივდება, ჩავურიოთ 1 ჩაის ჭიქა მაწონთან ათქვეფილი 8 ცალი კვერცხის გული. ჩავაყაროთ 400 გრამი დანაყილი და გაცრილი  ორცხობილა და 200 გრამი პურის ფქვილი.
  2. კარგად ავზილოთ. ავურიოთ თეთრად ათქვეფილი 8 კვერცხის ცილა, ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 1 ჩაის კოვზი დანაყილი მიხაკ-დარიჩინი და წვრილად დაჭრილი რომელიმე ხილის ცუკატები.
  3. ცომი გავათხელოთ ერთი თითის სისქეზე, დავჭრათ ჭიქით, დავალაგოთ თუნუქის თხელ ფურცლებზე და გამოვაცხოთ.

გემრიელად მიირთვით!