„სწრაფი“ ხორციანი ღვეზელის რეცეპტი

966

მუდმივ არეულობაში კერძების მოსამზადებლად დრო არ გვყოფნის, არადა ოჯახს გამოკვება სჭირდება. თან ყველა გემრიელ კერძს ითხოვს. აი, შესანიშნავი ღვეზელის რეცეპტი ყოველდღიურად. სწრაფად, მარტივად მზადდება, რაც მთავარია – ძალიან გემრიელი გამოდის. ჩემი ოჯახის წევრები მასზე უბრალოდ გიჟდებიან.

მარტივი ხორცის ღვეზელი

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 0,5 ჩ/კ მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 300 გრ ხორცის ფარში
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2 კარტოფილი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. კეფირი და სოდა აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ.

2. 1 კვერცხი, მარილი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.

3. ნახევარი ფქვილი დაუმატეთ და ძალიან რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელებს ან თასის კედლებს არ მიეკვრება.

4. თუ ცომი ძალიან რბილია, დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და მოზელა გააგრძელეთ.

5. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი მეორეზე ოდნავ პატარა უნდა იყოს. პოლიეთილენის პარკში გაახვიეთ და გვერდზე გადადეთ.

6. ხახვი და კარტოფილი წვრილად დაჭერით.

7. ფარში, ხახვი და კარტოფილი აურიეთ. სანელებლები დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სურვილის შემთხვევაში წვრილად დაჭრილი მწვანილი კიდევ დაუმატეთ.

8. ცომის დიდი ნაწილი წინასწარ ფქვილ მოყრილ საცხობ ფირფიტაზე გააბრტყელეთ.

9. ღვეზელი შიგთავსით გაავსეთ. კიდეებში ცოტა ადგილი დატოვეთ.

10. ზემოდან ცომის პატარა ნაწილი დააფარეთ და კიდეები შეკარით.

11. კვერცხი ცოტა წყალს აურიეთ და ფუნჯით ღვეზელის ზედა ნაწილს წაუსვით. პატარა ჩანაჭერი გააკეთეთ.

12. ღვეზელი 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.

13. გემრიელად მიირთვით!

ესეც ასე, გემრიელი ხორციანი ღვეზელი მზადაა. ის ძალიან წვნიანი და რბილი გამოვა. ასეთ ღვეზელს ნამდვილად ყოველდღე შევჭამდი!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.