იაპონური ფუნთუშები კვერცხის და ფქვილის გარეშე

527

როდესმე გაგისინჯავთ იაპონური ტკბილეული “მოტი”? აზიური დესერტები – ჩემი სისუსტეა!

გულსართი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ და დახვეწოთ.

მაღაზიებში ამ დესერტს საკმაოდ სოლიდური ფასი ადევს, მაგრამ სახლში შეგიძლიათ შედარებით შეღავათიანად მოამზადოთ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 100გ ბრინჯის ფქვილი
  • 100გ შაქარი
  • 200მლ ნებისმიერი წვენი

გულსართისთვის

  • 15 კენკრა
  • 350გ ხაჭოსა და ნაღების ყვლი
  • 100გ შაქარი
  • ვანილი
  • სიმინდის სახამებელი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ბრინჯის ფქვილი, შაქარი და წვენი. მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.

2.კრემის მოსამზადებლად ნაღების ყველი ათქვიფეთ მიქსერუთ შაქართან და ვანილთან ერთად. გარეცხეთ კენკრა.

3.საკვების შესაფუთი პარკი დაანაწევრეთ დესერტის ზომაზე. ცენტრში მოათავსეთ სუფრის კოვზი კრემი და მარწყვი.

პარკის დახმარებით დაფარეთ კრემით მარწყვი და მოუკარით თავი. შეინახეთ საყინულეში.

4.ცომი 1 წუთი მოათავსეთ მიკროტალღურში, მოურიეთ. ისევ მოათავსეთ მიკროტალღურში და კარგად მოურიეთ. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ სამჯერ. ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან წებოვანი.

5.მაგიდის ზედაპირზე მოაპნიეთ სახამებელი. ხელი და საბრტყელებელიც დაამუშავეთ. თხლად გააბრტყელეთ ცომი.

დანით დაყავით მართკუთხედებად. უნდა გამოგივიდეთ დაახლოებით 8 ცალი. მაცივრიდან გამოიტანეთ გულსართი.

6.გულსართს შემოახვიეთ ცომი. კარგად დააფიქსირეთ გადაბმის ადგილები. შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!