დღეს გასტრონომია გთავაზობთ უგემრიელესი, ნაზი, ჰაეროვანი ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც აირღუმელიდან გამოღების შემდეგ არასოდეს ვარდება.
ინგრედიენტები:
- კვერცხი – 15 ცალი
- შაქარი – 350 გრამი
- პურის ფქვილი – 400 გრამი
- ლიმონი – 1 ცალი
მომზადების წესი:
- 15 ცალი კვერცხისა და 350 გრამი შაქრისგან გამზადებულ გოგლიმოგლს ჩავახეხოთ ლიმონის კანი და ნელ-ნელა ჩავურიოთ თეთრი პურის ფქვილი, ზევიდან კი დავაწუროთ იგივე ლიმონი. შემდეგ შევურიოთ კვერცხების თეთრად ათქვეფილი ცილა, ყველაფერი ეს ფრთხილად ავურიოთ და გამოვაცხოთ ქაღალდდაფენილ, თუნუქის მრგვალ ყალიბში.
- ახლად გამომცხვარი ბისკვიტი უნდა გაცივდეს.
- გაცივების შემდეგ გავჭრათ შუაზე ქვედა ნაწილზე დავასხათ არომატიანი სიროფი, ზემოდან კი წავუსვათ კრემი; დავადოთ ზევიდან მეორე ნაწილი. როგორც ზემოდან, ისე გვერდებზეც წავუსვათ კრემი. შემდეგ სპეციალურ შპრიცში ან ძაბრისებრ ხვეულ ქაღალდში ჩავასხათ კრემი და მოვრთოთ ტორტი.
- ბოლოს შევალამაზოთ მურაბით ან ცუკატის ნაჭრებით.
კრემი შეგიძლიათ თქვენი სურვილით მოამზადოთ, ისეთი როგორიც გინდათ.