კარამელიზებული გოგრის რეცეპტი

1727

სასარგებლო დესერტის მოყვარულებს გთავაზობთ გოგრის რეცეპტს ლიმონის კარამელში. თუ ამ დესერტს გასინჯავთ, გოგრა აუცილებლად შეგიყვარდებათ.

დესერტი ძალიან მარტივად მზადდება და მინიმალური ინგრედიენტებია საჭირო, მაგრამ ძალიან გემრიელი და ორიგინალური გამოდის.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი გოგრა 

ინგრედიენტები

  • 1 კგ გოგრა
  • 1 ც ლიმონი
  • 0,5 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ გოგრა, შემდეგ მოაცილეთ უხეში კანი, რბილობი და თესლი. დარჩენილი ნაწილი დაჭერით პატარა კუბებად.

2. პატარა საცხობ ფორმაზე წაუსვით კარაქი, შემდეგ დაალაგეთ მასზე დაჭრილი გოგრა და ზემოდან შაქარი მოაყარეთ.

3. გათალეთ ლიმონი, დაჭერით კუბებად და გოგრასთან ერთად მოათავსეთ ტაფაზე. ისინი უნდა გაიჟღენთოს ბოსტნეულში და შაქრის კარამელიზება უნდა მოახდინოს. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა ციტრუსიც: მანდარინი, ფორთოხალი.

4. მოათავსეთ გოგრა წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. პერიოდულად აუცილებლად მოურიეთ ბოსტნეულს სამზარეულოს ხის ნიჩბით.

5. აცადეთ დესერტს გაცივება, შემდეგ კი დააგემოვნეთ იგი.

გემრიელად მიირთვით!