ტარტი ნუშის კრემით ძალიან უხდება ზამთრის ცივ საღამოს

1571

ეს ნამცხვარი უხდება ზამთრის ცივ  საღამოს. შეგიძლიათ ალუბლის ჯემის ნაცვლად მოცხარის ან ქლიავის ჯემით  გამოაცხოთ.

საჭირო მასალა: 

ფირფიტა

  • 150 გ დარბილებული და კუბებად დაჭრილი კარაქი
  • 75 გ შაქრის პუდრი
  • 2 მოზრდილი კვერცხის გული
  • 200 გ ჭიქა ფქვილი
  • 50 გ ჭიქა წმინდად დანაყილი ნუში
  • 3-4 ჩაის კოვზი ცივი წყალი

გულსართი 

  • 600 მლ რძე
  • 1 ცალი სიგრძეზე გაჭრილი ვანილის ჩხირი
  • 5 მოზრდილი კვერცხის გული
  • 100 გ შაქრის ფხვნილი
  • 50 გ ფქვილი
  • 50 გ დაფქული ნუში
  • 150 გ ალუბლის ჯემი
  • 50 გ დათლილი ნუში

მომზადების წესი:

  1. კარაქი და შაქრის პუდრი გათეთრებამდე ათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. მიღებული მასა ნაღებისებრიუნდა იყოს. სათითაოდ შეურიეთ კვერცხი. დაუმატეთ ფქვილი, დანაყილი  ნუში და საკმაო ოდენობით  წყალი, რომ ცომი შეიკრას.
  2. გააკეთეთ გუნდა, ცელოფანში შეფუთეთ და 1 საათის განმავლობაში  გააცივეთ.
  3. ცომი ფქვილმოყრილ  ზედაპირზე 5 მმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ.
  4. მოათავსეთ 28 სმ დიამეტრის ფორმაში და ნაპირები შემოუსწორეთ. გააცივეთ 30 წუთის განმავლობაში.
  5. ელექტროღუმელი 180 გრადუს C -მდე გაახურეთ (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4)
  6. ფორმას ფოლგის ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ. სიმძიმისთვის ჩააწყვეთ მშრალი მარცვლეული ან ლობიო.
  7. გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. ფოლგა და სიმძიმე მოხსენით და ცხობა 5-10 წუთით განაგრძეთ, სანამ ფირფიტა ოქროსფერი გახდება.
  8. ელექტროღუმელი იმავე იმავე ტემპერატურამდე გაახურეთ.
  9. საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ვანილი და საშუალო ცეცხლზე  დადგით. მიიყვანეთ ადუღებამდე. მერე გვერდზე გადადგით.
  10. საშუალო ზომის ჯამში ათქვიფეთ კვერცხის  გულები და შაქარი მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე. მასა უნდა გათეთრდეს და ნაღებისებრი გახდეს. შეურიეთ ფქვილი და დაფქული ნუში.
  11. დაუმატეთ რძე და კარგად ათქვიფეთ. დაბალ ცეცხლზე დადგით და ადუღეთ. დაახლოებით 2-3 წუთი განუწყვეტლივ ურიეთ შესქელებამდე, ვანილის ჩხირი ამოიღეთ.
  12. ფირფიტას ალუბლის ჯემი წაუსვით და კრემი გადაუსვით. ბოლოს ზემოდან ნუში მოაბნიეთ.
  13. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს მიიღებს.
  14. სუფრასთან თბილი ან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული მიიტანეთ.