ამ კერძის რეცეპტი ჯერ კიდევ ბებიაჩემმა ჩამოიტანა უნგრეთიდან. ამაზე არომატული წვნიანი არ მეგულება

4364

ამ კერძის სახელწოდების გაგონებისთანავე მადა იღვიძებს და არომატული ბულგარული წიწაკის სურნელი გახსენდება. წვნიანი პაპრიკაში – ნებისმიერი გარნირის შესანიშნავი დანამატია. უძველესი უნგრული რეცეპტით მომზადებული კერძი, სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულად.

გთავაზობთ პაპრიკაშის კლასიკურ რეცეპტს, რომელიც ქათმის ხორცისგან მზადდება.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 3 ც პომიდორი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 1 ც. ბულგარული წიწაკა
  • 3 ს.კ. პაპრიკა
  • 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 200 მლ არაჟანი
  •  თავი ხახვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში.

2. დაამატეთ პაპრიკა, კარგად მოურიეთ.

3. მსხვილად დაჭერით ქათმის ფილე, ან ქათმის ხორცის ნებისმიერი კანგაცლილი ნაწილი, დაუმატეთ ხახვში და მოთუშეთ 5-7 წუთით.

4. დაასხით პომიდორს მდუღარე წყალი, მოაცილეთ კანი, დაჭერით ბულგარულ წიწაკასთან ერთად მსხვილ კუბებად.

5. დაამატეთ ტაფაში, მოურიეთ დაასხით ბულიონი. როცა ბულიონი წამოდუღდება, დააფარეთ თავსახური ტაფას და ცეცხლს დაუკელით მაქსიმალურად. მოთუშეთ 50 წუთის განმავლობაში.

6. შემდეგ დაუმატეთ კერძს ფქვილში არეული არაჟანი.

7. კარგად მოურიეთ, ახადეთ თავსახური და კიდევ 7-10 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. მზადაა!

შესანიშნავი წვნიანი კარგად ეხამება ბრინჯს. შეგიძლიათ კერძი მორთოთ დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკით. ოჰ, რა გემრიელია! თუ ეს რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს!